წარმატების ისტორიები

აღწერა

წარმოგიდგენთ პლატფორმა «Success stories», რომლის მიზანია არაფორმალური განათლების პოპულარიზაცია, აღმოჩენა იმ ნიჭიერი ახალგაზრდებისა, რომელთაც საკუთარი წარმატების ისტორიები აქვთ, მაგრამ საზოგადოებისთვის ცნობილები არ არიან. ამ პლათფორმის საშუალებით გვსურს ჩამოვაყალიბოთ ინტელექტუალური ქსელი, რომელიც ახალი თაობის იდეების განვითარებასა და დანერგვას შეუწყობს ხელს. წარმატების ისტორიები ახალგაზრდებს აუმაღლებს მოტივაციას პროფესიული და პიროვნული ძიების პროცესში.

«Success stories» ორგანიზებით გაიმართება პირველი შეხვედრა კლასიკური ფილოლოგიის პროფესორთან ლევან ბერძენიშვილთან. მას აქვს უდიდესი გამოცდილება როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ განათლებაში, თავისი ხედვები და მიგნებები წარმატების მიღწევისთვის. სტენფორდსა და ჰარვარდის უნივერსიტეტების მიერ აღიარებული პროფესორი გაგვიზიარებს თავის შეხედულებებს წიგნების როლზე დღევანდელ მსოფლიოში. 11 ივნისს თქვენ ამ ყველაფრის პირადად მოსმენის და ბატონ ლევანთან ინტერაქციის შესაძლებლობა გექნებათ.

კარის გაღება 18:00

ასაკობრივი შეზღუდვა 12+