70.00

Lee Burridge სოციალურ სივრცეში

სამშაბათი, 16 აგვისტო 20:00

აღწერა

სოციალური სივრცის 2022 წლის მუსიკალური მოგზაურობა ისეთივე შთამაგონებელი იქნება, როგორიც სოციალური სივრცის სათქმელია, ის ერთობის შეგრძნებას გაგვიღვივებს და დედამიწის რიტმის თანაზიარად გვაქცევს. ამ ემოციების განცდას 16 აგვისტოს შევძლებთ, როდესაც სივრცე Lee Burridge-ის ტრანსცენდენტური რიტმებით აივსება.

— მუსიკა —

მუსიკა სოციალური სივრცის მთავარი საკომუნიკაციო ენაა, რომლის დახმარებითაც ღრმად ფესვგადგმული ემოციებისა და მრავალფეროვანი გამოცდილებების გაზიარებაა შესაძლებელი. სოციალური სივრცე გლობალურად და ლოკალურად ცნობილ არტისტებს იწვევს, რომლებიც გარემოს მშვენიერებითა და ერთად შექმნილი მომენტებით შთაგონებულ მუსიკას ქმნიან.

— Lee Burridge —

ინგლისში დაბადებული DJ 90-იან წლებში ჰონგ-კონგის საკლუბო სცენის სულისჩამდგმელ ფიგურად იქცა, ლონდონში დაბრუნების შემდეგ კი დასავლური აუდიტორიის ყურადღების ცენტრში მოექცა. Lee Burridge კომუნისა და თვითგამოხატვის ღირებულებებზე დაფუძნებული უდიდესი ფესტივალის - Burning Man-ის შეუცვლელი არტისტი გახდა და იმ საფირმო ჟღერადობის გამოძერწვას შეუდგა, რომელსაც 16 აგვისტოს, სოციალურ სივრცეში მოვისმენთ.

Lee Burridge განსაკუთრებით ცნობილი მისი ლეიბლითა და მუსიკალური ფესტივალით - All Day I Dream-ით გახდა, რომელიც მუსიკისა და ბუნების ურთიერთკავშირით არის შთაგონებული და ელექტრონული მუსიკის ახალი მიმართულების - Organic House-ის პიონერად ითვლება. Lee Burridge-ის თქმით - “ყოველთვის მიყვარდა მუსიკა, რომელიც თვალების დახუჭვისა და მოგზაურობის საშუალებას გვაძლევს.”

მოუსმინე: https://soundcloud.com/leeburridge


I კალათა - 70 ლარი

II კალათა - 90 ლარი

ასაკი: 21+

დაწყების დრო - 23:59


სოციალური სივრცე შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში მდებარე მულტიფუნქციური სივრცეა, რომლის მისიაა ადამიანები ერთი მიზნის გარშემო გააერთიანოს, რაც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით გარემოსა და ერთმანეთზე ზრუნვას გულისხმობს.

https://linktr.ee/thesocialspaceshekvetili

სამშაბათი, 16 აგვისტო 20:00

სოციალური სივრცე

₾ 70.00