თბილისის სათავგადასავლო გარბენი

აღწერა

თბილისის სათავგადასავლო გარბენი ბრუნდება 2022 წლის ივენთით.

გარბენი ტარდება 12 ივნისს და მასპინძლობს თავგადასავლების ყველა მაძიებელს, გამოცდილ, მოყვარულსა თუ დამწყებ მორბენლებს. განწყობის და მომზადების დონის მიხედვით შეგიძლიათ აირჩიოთ სამი გარბენიდან ერთ-ერთი:

- თრეილი: 23 კმ | 1,000 მ

- სპრინტი: 12 კმ | 500 მ

- სათავგადასავლო გარბენი: 6 კმ | 250 მ

გარბენს წელს საინტერესო მარშუტზე - თბილისის მერიის მიერ მარკირებულ ახალ ბილიკებზე გავყავართ. სწორედ თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება თბილისის სათავგადასავლო გარბენი, რომელსაც საქართველოს სამთო სირბილის ფედერაცია TRAILLAB-თან პარტნიორობით მართავს.

თბილისის სათავგადასავლო გარბენის საქართველოს საზღვრებს გარეთ პოპულარიზაციისთვის და სამთო სირბილის ენთუზიასტების გასახარად გარბენი სერტიფიცირებულია სამთო სირბილის საერთაშორისო ასოციაციის (ITRA) მიერ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ სრული დისტანციის ყველა ფინიშერი მიიღებს ITRA-ს ქულებს.


გარბენისთვის რეგისტრაციის დროს შეგიძლია აქვე შეიძინო თრეილლაბის ორიგინალური დიზაინის ლურჯი ან მწვანე ბანდანა, რომელსაც გარბენის ნომერთან ერთად მიიღებ. ვიზუალურად შეგიძლია ნახო აქ:

traillab.ge/tbilisi

ასაკობრივი შეზღუდვა 18+