Ivan Dorn: A Live for Life

აღწერა

15 მაისს, განახლებულ Mono Hall -ში, უკრაინის კულტურის სამინისტროსა და დასავლელი პარტნიორების დახმარებით, H2D და Straus Entertainment-ის უკრაინულ-ქართული კოლაბორაცია წარმოგიდგენთ უკრაინელი მუსიკოსის, ივან დორნის საქველმოქმედო კონცერტს, რომელიც A Live for Life საქველმოქმედო ტურის ფარგლებში გაიმართება.

UNICEF - ის მონაცემებზე დაყრდნობით, რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე მილიონობით უკრაინელი ბავშვი იძულებით გადაადგილებულ პირად აქცია. დევნილი ბავშვების ასეთი რაოდენობა ჩვენს პლანეტას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს.

A Live for Life საქველმოქმედო ტურის ფარგლებში, ივან დორნი ევროპის დიდ ქალაქებში გამართავს კონცერტს, და ამ კონცერტებზე შემოსული ბილეთების თანხა სწორედ უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად შეგროვდება.

დღეს ივან დორნი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკოსია უკრაინაში და აღმოსავლეთ ევროპაში, მილიონობით ნახვით იუთუბზე და გამოკვეთილი პოზიციონირებით სოციალურ მედიაში. ამჟამად იგი საქველმოქმედო კონცერტების სერიებით ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს თავისი ქვეყნის მოქალაქეებს აუცილებელი სამედიცინო და ჰუმანიტარული საჭიროებებისათვის თანხების მოგროვებაში.

ამავე საღამოს თქვენს წინაშე წარსდგება პოპულარული ქართული მუსიკალური პროექტი TAMADA, რომლის ქართული ეთნიკური ელემენტებით გაჯერებულმა ბითებმა და მუსიკამ სწრაფად მოიპოვა თავისი ადგილი ქართულ და უკვე ევროპულ სცენაზეც

https://www.instagram.com/dorn_ivan

https://www.facebook.com/monohall

I კალათა - 45ლ - Sold Out

II კალათა - 55ლ - Sold Out

III კალათა - 65ლ

Doors Open: 20:00

Tamada: 21:30

Ivan Dorn: 22:30

ასაკობრივი შეზღუდვა 18+

საშვი