VINI VICI

აღწერა

17 ივნისს, თბილისში Warehouse #2 / მე-2 პავილიონში, MONO HALL წარმოგიდგენთ ელექტრონული მუსიკის და განსაკუთრებით Psytrance ჟანრში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ, პრაქტიკულად ყველა მუსიკალური ჩარტების ლიდერ და ყველაზე მასშტაბური ელექტრონული მუსიკის ფესტივალების მუდმივ სტუმარს - VINI VICI.

VINI VICI - Aviram Saharai-ს და Matan Kadosh-ს მიერ ადრეულ 2000-იანებში ისრაელში დაფუძნებული პროექტია, რომელიც ათეული წლებია ვითარდება და ტურნეებს მართავს მსოფლიოს სხვადასხვა დიდ ქალაქებში.

VINI VICI-მ წარმატებას, შემოქმედებითი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მიაღწია, მათ შორის: 2017 წელს დუომ “Dj Mag Top 100 Dj’s” საერთაშორისო რეიტინში #72-ე პოზიცია დაიკავა, რის შემდგომაც ამავე წელს Walla Nightlife Awards-ზე წლის დიჯეის ტიტული მოიპოვა. ასევე 2015, 2016, 2017 წლებში VINI VICI ყველაზე გაყიდვადი Psytrance არტისტი გახდა. მათი შემოქმედება დახუნძლულია, ისეთ არტისტებთან ერთად კოლაბორაციით, როგორებიც არის: Armin Van Buuren, Dimitry Vegas & Like Mike, Steve Aoki, W&W, KSHMR, Astrix, Timmy Trumpet და სხვები.

VINI VICI წელიწადში საშუალოდ, 200-მდე შოუს მართავს, ისეთ მასშტაბურ ფესტივალებზე, როგორიც არის: Tomorrowland, EDC, Ultra, Dreamstate, ASOT, AMF, Dreambeach, Creamfiled, Electric Love, Airbeat One, World Club Dome, Transmission და სხვები.

მათ ნამუშევარს “Free Tibet Remix”, 60 მილიონზე მეტი მოსმენა აქვს Youtube-ზე. ასევე აღსანიშნავია VINI VICI-სა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული Trance დიჯეის Armin Van Buuren-ის ერთობლივი ნამუშევარი “Great Spirit” და W&W-თან ერთად შექმნილი თრექი “Chakra”, რომლებმაც წარმოუდგენელი წარმატება მოუტანა პროექტს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

◾ აღნიშნულ პავილიონში განთავსებულია 4000 კვ.მ საცეკვაო მოედანი და 7500 კვ.მ-ზე მეტი საფესტივალო ინფრასტრუქტურით მოწყობილი ეზო. Warehouse #2 / მე-2 პავილიონში, აქამდე ელექტრონული მუსიკის არაერთი ფართო მასშტაბიანი და წარმატებული ღონისძიება ჩატარებულა. 17 ივნისს MONO HALL-ის ორგანიზებით, VINI VICI სწორედ მე-2 პავილიონის სცენაზე წარსდგება მსმენელის წინაშე.

17 ივნისს, მე-2 პავილიონის სცენას ასევე დაიკავებენ და ფსიქოდელიური ტრანსის მრავალფეროვან სეტებს მოგვასმენინებენ, ქართველი არტისტები:

▪ ADDITIVV

https://soundcloud.com/additivv

https://www.facebook.com/additivv

▪ HOLO

https://www.facebook.com/holo.trance.music

https://soundcloud.com/holo_trance

▪ INFEST

https://facebook.com/infestofficial

https://soundcloud.com/infest604/

▪ MARCUSS

https://soundcloud.com/imarcuss

https://www.facebook.com/marcussmanoah

▪ OBRI

https://soundcloud.com/obri_gado

https://www.facebook.com/obritech/


I კალათა - 40₾

II კალათა - 50₾

III კალათა - 60₾

IV კალათა - 70₾

V კალათა - 80 ₾