BORIS BREJCHA / ANN CLUE X MONUMENT

აღწერა

27 მაისს Warehouse 2/მე2 პავილიონში, MONUMENT წარმოგიდგენთ თანამედროვე ტექნო სცენის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და მნიშვნელოვან გერმანელ არტისტს - Boris Brejcha.

მისთვის მკაფიოდ დამახასიათებელი მუსიკალური სტილის “High-Tech Minimal” გარდა, რომლითაც მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა მასშტაბურ საკლუბო თუ საფესტივალო ღონისძიებებზე შეკრებილ მსმენელს ამახსოვრებს თავს, მის გამორჩეულობას ასევე ხაზს უსვამს ბრაზილიური კარნავალის სტილში შექმნილი ჯოკერის ნიღაბი, რომელსაც არტისტი მუდმივად იყენებს ლაივ აქტების დროს.

Boris Brejcha-ს ამ მომენტისთვის 10 სტუდიური ალბომი აქვს შექმნილი.

27 მაისს, ასევე მოუსმენთ Boris Brejcha-ს ლეიბლის “Fckng Serious” ერთ-ერთ წევრს Ann Clue.

მისი წარმატება დაიწყო ნამუშევრით "Trip", რაც ერთგვარი კარიერული ტრამლპინიც აღმოჩნდა არტისტისთვის.

Ann Clue-მ, ბოლო 3 წელიწადში, მსოფლიოს 35 ქვეყანაში, ყველაზე მასშტაბურ ფესტივალებზე (Awakenings, EDC Las Vegas, Exit Festival, Time WARP, Sonus და OFF Sonar) დაუკრა.

Boris Brejcha და Annu Clue-სთან ერთად, 27 მაისს Warehouse 2/მე2 პავილიონის სცენას, ქართველი არტისტები: Endorphins და Ucha დაიკავებენ.

▶ არტისტების განრიგი 27 მაისის ღონისძიებაზე 🔥

🕥 კარი გაიღება 21:30-ზე

Ucha

22:30 - 01:30

Annu Clue

01:30 - 3:30

Boris Brejcha

3:30 - 05:30

Endorphins

05:30 - END

🇬🇪🇺🇦 ბილეთების გაყიდვებიდან შემოსული თანხის გარკვეული ნაწილი, გადაირიცხება უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შექმნილ სპეციალურ საქველმოქმედო ფონდში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბილეთის ღირებულება ეტაპობრივად გაიზრდება.

📣 VIP ბილეთები, რომლის შეძენის შემთხვევაში, ისარგებლებ, შემდეგი ბენეფიტებით:

▪ Vip შესასვლელი

▪ კომფორტული სივრცე სცენასთან ახლოს

▪ ცალკე საპირფარეშო

▪ Vip ბარი

▪ მაგიდების რეზერვაცია - დაგვიკავშირდით: 599 908 443

ასაკობრივი შეზღუდვა +18