Wild Fest Lisi

აღწერა

Wildfestlisi არის ახალი სიტყვა ქართულ რეალობაში, რომლის მთავარი მიზანი, საქართველოში მოღვაწე არტისტების ხელშეწყობაა.

პირველი სექტორის იდეა მთლიანად ეთმობა, როკისა და მეტალის განვითარებას საქართველოში და მაყურებელი სცენაზე იხილავს ბენდებს, როგორებიცაა:

1.Vasgorshalrud ბენდის წევრებია: ვას- დრამი, გორ -გიტარა, შალ- ვოკალი, რუდ- ბასი.ხინკალი გრაინდ ბენდი VasGorShalRud 2017 წელს შეიქმნა და ისინი წარმატებით მოღვაწეობენ გრაინდქორ ჟანრში.

2.Heatstroke-Heavy metal ჯგუფი, რომელიც 2021 წლის დასაწყისში ჩამოყალიბდა. ბენდის შემადგენლობაში 4 წევრია. 2022 წელს იგეგმება მათი სადებიუტო ალბომის გამოშვება სხვადასხვა პლათფორმებზე.

3.Efemera- Death metal ჯგუფი რომელიც ჩამოყალიბდა 1999 წელს. ამ დროიდან მას რამოდენიმე სინგლი და მრავალი ჩანაწერი აქვს გამოქვეყნებული. ამჟამად ეს ბენდი Death Core ჟანრში წერს მუსიკას და 2022 წელს იგეგმება მათი ალბომისა და 2 კლიპის გამოშვება.

4.არმაზი- Georgian pagan-black metal კოლექტივი, რომელიც კომბინაციაა ძველი ქართული მელოდიების, წარმართობისა და მეტალისა. ,,არმაზი’’ ჩამოყალიბდა 2016 წელს როგორც პროექტი, ხოლო 2019 წლიდან მოღვაწეობს როგორც კოლექტივი.

5.xResistenciAx - ბენდი შეიქმნა 2014 წელს და არის საქართველოში ჰარდქორის პიონერი, უკრავს Post Soviet Hardcore_ს. გამოშვებული აქვს 3 [EP] ალბომი.ბენდს აქვს ასევე სინგლი ცნობილ ამერიკელ Horrorcore არტისტთან SCUM.

6.Phobophile-Death metal ჯგუფი რომელიც ასევე 1 წელია შეუერთდა ქართულ მუსიკალურ სამყაროს. მათ შემადგენლობაში 4 წევრია და 2022 ში უამრავ სიახლეს შემოგვთავაზებენ.

7.AmorFati - კლასიკური და ჰარდ როკ ჯგუფი, რომელიც 2020 წელს ჩამოყალიბდა და 2021 ში მსმენელს გაუზიარა საავტორო სიმღერები. ჯგუფი შედგება 5 წევრისაგან.

8. Degoni- ალტერნატიული როკ ჯგუფი, რომელიც 2016 წელს ჩამოყალიბდა და 2017 ში კი სტუდიური ალბომი ,,მაწანწალა’’ წარუდგინა მსმენელს. 2018 ში კი მეორე ალბომი ,,გაცვეთილი’’ გამოსცეს.

საშვი