რესტორანი შინ | Restaurant Shin

აღწერაყველაფერი გენიალური მარტივია. ჩვენი ამბავიც არაა რთული, თუ თუნდაც ჩვენი ქვეყნის ქარ-ცეცხლიან ისტორიას შევადარებთ. იყო ერთი ცნობილი მხატვრის ძველი სახლი ძველ უბანში, რომელსაც უფრო ძველი ისტორია აქვს, ქვიტკირის სარდაფებითა და იდუმალი სართულებით და რომელშიც მუზები სახლობდნენ. მერე გადავწყვიტეთ აქ კარგი რესტორანი გაგვეხსნა, მუზები დაგვეტოვებინა და ,,გემოებით გვეთამაშა". ქართული სამზარეულო ჯერ კიდევ გაუხსნელი მარგალიტია, თავისი მრავალი ფერითა და გემოთი, თავისი ისტორიითა და წესებით, იმდენად უნიკალური, რომ მშვენივრად იხდენს ქართულ საგემოვნო ხასიათსაც და ევროპულ პეწსაც, გაბედულ ვარიაციებსაც და ტრადიციულ კაზმულობასაც. ამიტომ, გვინდოდა ამაზე გველაპარაკა, შეგვექმნა გარემო, სადაც კარგ ღვინოს უზადო კერძს დაატანდით და კვლავ დაბრუნება მოგინდებოდათ, როგორც შინ ბრუნდებიან ხოლმე... ყველაფერი უბრალო გენიალურია ხოლმე, როგორც ყოველ დღე შინისკენ მიმავალი გზა.•••

12:00 - 00:00 (სამუშაო დრო)

4 იერუსალიმის ქ. ძველი თბილისი. თბილისი

დღეს
ხვალ
აირჩიეთ თარიღი

საათი

სტუმრები