ჰოტელ კოსტე

აღწერა

ლამაზი და ამავდროულად სახლივით თბილი გარემო, ორიგინალური და უგემრიელესი კერძების არჩევანი, შესანიშნავი მომსახურება და მეგობრული ღიმილი - ეს ის სამი ელემენტია, რომელიც სასტუმრო “Costé”- ს პირველ სართულზე მდებარე რესტორანში მოგხიბლავთ. დილა იქ უგემრილესი საუზმით იწყება, არა მარტო სასტუმროს სტუმრებისთვის, არამედ ყველა თბილისის მაცხოვრებლისთვის, ვისაც დღის დაწყება მყუდრო და მეგობრულ გარემოში სურს.

რესტორნის ძირითადი მენიუ მისი შეფ მზარეულის, რუსლან გარბუზის სიამაყეა. მენიუს ძირითადი სტილი ტრადიციული კერძების ახალი ინტერპრეტაციაა. განსაკუთრებული პოპულარობით „შავი ბურგერი“ სარგებლობს, თუმცა ჩვენ გირჩევდით რომ მის გარდა აუცილებლად გასინჯოთ იხვი ალუბლის სოუსში და საქონლის სტეიკი; დესერტებიდან ლაიმის ქეიქს და კრემ ბრულეს გამოვარჩევდით.

•••

10:00 - 00:00 (სამუშაო დრო)

მერაბ კოსტავას ქ. 43-45, თბილისი

დღეს
ხვალ
აირჩიეთ თარიღი

საათი

სტუმრები