სათაფლია

სათაფლია

სათაფლიის აღკვეთილი იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სადაც აღმოჩენილია სხვადასხვა ეპოქის როგორც მტაცებელი, ასევე ბალახისმჭამელი დინოზავრის ნაკვალევი. ოჯახური მოგზაურობისთვის მოხერხებული, მარტივი საფეხმავლო მარშრუტები დინოზავრის ნაკვალევის საკონსერვაციო ნაგებობის, უნიკალური კარსტული მღვიმის, საგამოფენო დარბაზის, რელიქტური კოლხური ტყისა და ველური ფუტკრის საბინადრო გარემოს დათვალიერებისა და შუშის პანორამული გადასახედიდან იმერეთის რეგიონის ულამაზესი ხედის ნახვის საშუალებას იძლევა.

ტურები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში. 
სამუშაო საათები: 10:00-დან 17:30 საათამდე
სამუშაო დღეები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა.

ვიზიტორთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, წვიმასა და თოვლში შუშის პანორამულგადასახედზე გასვლა აკრძალულია.

ჩანაწერი ვერ მოიძებნა