საერთაშორისო ტურისტული გამოფენა

საერთაშორისო ტურისტული გამოფენა

საერთაშორისო ტურისტული გამოფენა - CTF 2018

გამოფენების ცენტრი "ექსპოჯორჯია", 12-14 აპრილს, გიწვევთ მე-20 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, სადაც ერთ სივრცეში წარმოგიდგენთ: 

- ტურისტულ გამოფენას
- ტურისტული ფასდაკლებების ფესტივალს
- HORECA Expo 2018-ს

3 დღის მანძილზე ადგილობრივი და საერთაშორისო ტურ-ოპერატორები, ავია სააგენტოები და სატრანსპორტო კომპანიები, სასტუმროები და სანატორიუმები, ტურისტული და სამოგზაურო ინვენტარის მწარმოებელი კომპანიები, ბიზნეს, სათავგადასავლო და ეკო ტურისტული კომპანიები თავიანთ პროდუქციას და მომსახურების სფეროებს წარმოადგენენ.

ფასდაკლებების ფესტივალის სტუმრებს ელით ბევრი სპეციალური შეთავაზება, სამოგზაურო პაკეტები ექსკლუზიურ ფასად, კონკურსები, გათამაშებები და სხვადასხვა გასართობი ღონისძიება თუ სიურპრიზი. 
მოდი ფესტივალზე და გაიგე ყველაფერი 2018 წლის ტურისტული სეზონის შესახებ!

ორგანიზატორი: გამოფენების ცენტრი ექსპოჯორჯია
სამუშაო საათები: 12-13 აპრილი - 11:00-18:00; 14 აპრილი - 11:00-16:00

საკონტაქტო ინფორმაცია: +9950322341100;  expo@expogeorgia.ge