პრომეთეს მღვიმე

პრომეთეს მღვიმე

პრომეთეს მღვიმე მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული სილამაზის ბუნების ძეგლია. მისი ასაკი დაახლოებით 60-70 მილიონი წელია. სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების გასაოცარი ნაღვენთი ფორმებით მორთული ეს კარსტული მღვიმე, კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ ბუნების უსაზღვრო შესაძლებლობებში და გამოგზაურებთ ზღაპრულ სამყაროში. პრომეთეს მღვიმის 1 საათიანი მარშრუტი არგონავტების, კოლხეთის, მედეას, სიყვარულის, პრომეთესა და იბერიის ზღაპრულ დარბაზებს გაივლის და ვიზიტორთა სურვილისამებრ, ქვეითი ან სანაოსნო გზით, მღვიმეში მდინარე ყუმის გამდინარე ნაკადზე 15 წუთიანიგასეირნებით მთავრდება. 

გიდის მომსახურება პრომეთეს მღვიმეში ხორციელდება ქართულ, ინგლისურ, რუსულ დაგერმანულ ენებზე და შედის ბილეთის ღირებულებაში.
ტურები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში.
სამუშაო საათები: 10:00-დან 17:30 საათამდე.
სამუშაო დღეები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა. 

მღვიმეში წყლის დონის მატებისას, ვიზიტორთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ნავით 
გადაადგილება აკრძალულია.

ჩანაწერი ვერ მოიძებნა