PowerPoint Karaoke Vol 3.

PowerPoint Karaoke Vol 3.

PowerPoint Karaoke აერთიანებს გართობას, ტრენინგს, სახალისო შეჯიბრსა და ნეთვორქინგს.

ოფისში მუშაობისგან ადამიანები ძალიან ხშირად იწყენენ და იღლებიან, რასაც განაპირობებს კორპორატიული რუტინა: სამუშაო გეგმები, შეხვედრები და განსაკუთრებით PowerPoint პრეზენტაციები. რატომ არ უნდა გავერთოთ ტრადიციული Microsoft PowerPoint-ით, განივითაროთ საჯარო გამოსვლებისა და პრეზენტაციის უნარები, ,,შევეჯიბროთ" კოლეგებსა და პარტნიორებს, და ამასთანავე მოვახდინოთ სოციალიზება სხვა პროფესიონალებთან?

წესები
ორგანიზატორები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებულ PowerPoint პრეზენტაციებს წინასწარ ამზადებენ და ანაწილებენ თანმიმდევრობას. პრეზენტაციების შესახებ მონაწილეებმა არაფერი იციან ივენთის დაწყებამდე. ღონისძიების განმავლობაში თითოეული მონაწილე ვალდებულია ექსპრომტად წარადგინოს ამ პრეზენტაციებიდან ერთ-ერთი.

ტერმინალი, ი. აბაშიძის 34, თბილისი

Vol. 3 ზე - მონაწილეებს შეუძლიათ პრეზენტაციების გაკეთება მხოლოდ ქართულ ენაზე. მონაწილეები მიიღებენ საჩუქრებს, ხოლო შერჩეული მონაწილეები მიიღებენ სპეციალურ ჯილდოს!

PowerPoint Karaoke კო-ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau-სა და Terminal • ტერმინალი-ს მიერ.