Ornament Fest

Ornament Fest

Jan Blomqvist - ბერლინელი სოლო არტისტი და ბენდლიდერი. 21 წლის ასაკში  კოსმოსური ტექნოლოგიების შესწავლით გატაცებული მუსიკოსის ინსპირაცია ხდება ტექნო შემსრულებლები და საფუძვლიანად ცვლის თავის მუსიკალურ მიმართულებას, რის შედეგადაც აარსებს საკუთარ ჯგუფს ჩრდილოეთ გერმანიაში. მისი ბენდის შემადგენლობაში არიან Christian Dammann - დრამერი, Felix Lehman - პიანისტი, Ryan Mathiesen - ლირიკოსი.
ბენდმა 2011 წელს „The more the merrier“ ალბომი  „fusion festival“-ზე წარადგინა . 2012 წელს კი ქალაქ მარსელში გაცილებით მაშტაბურ პუბლიკაზე გავიდა „rooftop concert at weekend club“ ის საშუალებით . ხოლო 2016 წელს გამოცა ალბომი „Remote Control“ რომელსაც ყველაზე დიდ შემოქმედებითი დრო დაუთმო . ასევე 2016 წელს ბენდი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო  ფესტივალზე Burning Man - ზე წარსდგა, რომელიც ნევადას შტატის შავი კლდის უდაბნოში იმართება.
Stephan Bodzin - მსოფლიო ტექნო ინდუსტრიაში ერთ-ერთი გამორჩეულად გავლენიანი ფიგურა.
  რამდენიმე პრესტიჟული ევროპული თეატრისთვის კომპოზიციების შექმნის შემდეგ არტისტი იხრება კლუბური მუსიკისკენ და იწყებს თავისი ტექნო მიმართულების ჩამოყალიბებას , მას არასოდეს დაუკარგავს საკუთარი იდეები, საკუთარი სტილის განვითარების შესაძლებლობა, რასაც ამტკიცებს მისი 2007 წლის სადებიუტო ალბომი Liebe ist და მისი კიდევ არაერთი ნაწარმოებები, როგორიცაა 2014 წლის სინგლი Sungam , რომელიც   (RA) ტოპ-ხუთეულში შეიყვანა.
ფრანგი პროდუსერი Arnaud Rebotini - ელექტროკლასის   ჯგუფის  წევრი, რომლის მიმართულებაც არის  1980 წლიდან დღემდე არსებული "პანკი, ელექტრო, მძიმე როკის, ელექტრო პოპისა“ და სხვადასხვა ჟანრების  სინთეზი. ჯგუფის  პირველი ალბომი „Burn Your Own Church“-ი, რომელმაც გააოცა პუბლიკა თავის განსხვავებული ჟღერადობით.

2007 წლიდან რებოტინმა გადაწყვიტა გამოერთო თავის კომპიუტერი და აღარ ესარგემლა მისი პროგრამებით ,რის მერეც ის უბრუნდება ძველ  „TR-808,  Roland TB-303,  707,  909,  Roland Alpha Juno 2, Roland Juno-60, Roland JX-3P,  SH-101, TR-909, TB-303“  მუსიკალურ ინსტრუმენტებს, რომლებსაც თავიანთი ადგილი უკავიათ ძველი ტექნო ინსტრუმენტების   მუზეუმში  და რომელთა საშუალებით მან არაერთი განსხვავებული მუსიკალური ნაწარმოებები შექმნა.
იტალიელმა შემსრულებელმა ENRICO REGINI, იგივე ,,Riccicomoto’’-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კლუბურ ინდუსტრიასა  და ფესტივალებში თავისი სპეციალური, უნიკალური ჟღერადობითა და ვიზუალებით, რომელსაც ანიმაციითა და განსხვავებული სტილით გადმოსცემს. ის ყოველთვის ცდილობს იყოს მრავალფეროვანი და შექმნას თავისი არაორდინალური და განსხვავებული მუსიკალური რეპერტუარი. როგორც პროდიუსერი მისთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ჯაზის, სოულის, კინემატოგრაფიის , Deep house-ის და ელექტრონული ჰანგების წყობა, რითაც არტისტი ქმნის ახალ სიმბიოზურ მიმართულებას. იგი ექსპერიმენტებს ახორციელებს სხვადასხვა ხმის აპარატებთან და 22 წლის „იამაჰას“ ინსტრუმენტთან, რათა შექმნას ხმა, რომელიც იშვიათი და ორიგინალურია. 2007 წლიდან დაარსა საკუთარი საერთაშორისო რადიო ,,IBIZA GLOBAL RADIO’’. ევროპის მაშტაბით ,,IBIZA GLOBAL RADIO’’ ითვლება კლუბური კულტურის მედია წყაროდ.

Tade - ქართველი DJ და პროდიუსერი რომლის პირველი რელიზი კანადურ ლეიბლ  DEEP DASH RECORDS-ზე გამოვიდა 2012 წელს. Underyourskin Records-ზე გამოიცემული ტრეკები დადებითი შეფასებებით სარგებლობს.

რერე გელენიძე  არტისტი, როელმაც დაიწყო  მელანქოლიური მუსიკის შექმნა და უკვე 5 წელია, წერს ჰარმონიულ ტრეკებს საკუთარ სტუდიაში 2014 წელს მან გამოსცა თავისი პირველი ალბომი „Citelquda“, რომელიც გამოქვეყნდა Maintain Replay Records - ზე