ოკაცეს კანიონი

ოკაცეს კანიონი

ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის მიდამოებში მდებარეობს. ოკაცეს კანიონის 2-3 საათიანი საფეხმავლო მარშრუტი დადიანების ისტორიულ ტყე-პარკსა და 780 მ სიგრძის კიდულ ბილიკს გაივლის და პანორამული გადასახედით სრულდება, სადაც ვიზიტორებს იქვე დამონტაჟებული სმარტ-სელფის აპარატით სამახსოვრო ფოტოსურათის გადაღება შეუძლიათ. 
სერვისები 
• კიდულ ბილიკზე გასეირნება 
• სამოქალაქო ქორწინების ცერემონია 
ტურები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში. ვიზიტორთა უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, წვიმასა და თოვლში ბილიკზე გასვლა აკრძალულია. 
სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00 საათამდე. 
სამუშაო დღეები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა

ჩანაწერი ვერ მოიძებნა