მარტვილის კანიონი

მარტვილის კანიონი

მარტვილის კანიონის ქვით მოკირწყლული 700 მ-ის სიგრძის წრიული საფეხმავლო ბილიკი  ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და გაივლის დადიანების ისტორიულ ბილიკს. ბილიკზე განლაგებულია 2 ხიდი, 3 გადასახედი პლატფორმა, კირქვის დიდი ლოდებისგან აშენებული 30-საფეხურიანი ისტორიული კიბე. ვიზიტორებს ასევე შესაძლებლობა აქვთ გაისეირნონ ნავით მდ. აბაშის 300-მეტრიან (ერთი გზა) მონაკვეთზე და დატკბნენ მთის მდინარის კანიონის ულამაზესი ხედებით. 
სერვისები: 
• ნავით გასეირნება
• ბილიკის დალაშქვრა
• სამოქალაქო ქორწინების ცერემონია 
სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00 საათამდე. 
სამუშაო დღეები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა 
ტურები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში. ვიზიტორთა უსაფრთხოებისათვის, სანაოსნო მონაკვეთზე გასვლა წვიმასა და თოვლში აკრძალულია წყლის დონის მომატებიდან გამომდინარე.

ჩანაწერი ვერ მოიძებნა