MARSHMALLOW:  ANJA SCHNEIDER || MAGDA

MARSHMALLOW: ANJA SCHNEIDER || MAGDA

Marshmallow ერთ დღიანი ფესტივალია საქართველოში, რაც ელექტრონული მუსიკის სამყაროში უნიკალური მოვლენაა. მსოფლიო არტისტები ერთ დღეს, დიდ სცენაზე მოიყრიან თავს. სწორედ აქ გაცოცხლდება ისტორია და დამყარდება სინთეზი საქართველოს წარსულსა და აწმყოს შორის.  წარმოდგენილი სცენა/აპარატურა გამოყენებულია მსოფლიო ფესტივალებზე, როგორიცაა: Global Gathering, Armin Only Intense, WG Fest, Global Top DJs, May Day.

ჰედლაინერთა სია ეტაპობრივად გამოქვეყნდება ფესტივალის ოფიციალურ web და Facebook გვერდებზე.

ANJA SCHNEIDER:
DJ, რადიო წამყვანი, ლეიბლი Mobilee-ს შემქმნელი, კრეატიული მენტორი, ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე მშრომელი ფიგურა ინდუსტრიაში. Anja ცნობილია ახალი არტისტების აღმოჩენის ნიჭით. სწორედ მან მისცა საშუალება Maya Jane Coles, Solomun და Nicole Moudaber-ს თავი წარმოეჩინათ ლეიბლში Mobilee და მის ქველეიბლში Leena Music .
Schneider-მა გაბედული ნაბიჯი გადადგა 2017 წლის ზაფხულში და განაცხადა რომ ხურავს თავისი ცხოვრების ყველაზე გრძელ და წარმატებულ ეტაპს, ლეიბლ Mobilee-ს, რომელიც 2005 წელს დააარსა. Mobilee-ს ჩაანაცვლებსიმპრინტით Sous Music და კრიტიკების მიერ მოწონებული და სახელგანთქმული ახალი ალბომით ‘SoMe’, რომელიც ბოლო 12 თვის ინსპირაციით შეიქმნა. Anja ადგილს იმკვიდრებს, როგორც 2018 წლის ელექტრონული მუსიკისენერგიული და უმნიშვნელოვანესი არტისტი.

MAGDA:
პოლონეთში დაბადებული და დეტროიტში გაზრდილი DJ და პროდიუსერის კარიერა 1998 წელს იწყება, როდესაც აღიარებულ ლეიბლს M_NUS-ს შეუერთდა და მალევე გაითქვა სახელი, როგორც მრავალფეროვანი სელექციის მქონე,თანმიმდევრული და მაღალი ხარისხის ტექნიკის მქონე არტისტმა. მის მუსიკალურ შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი Daniela Huerta-სთან კოლაბორაციას უჭირავს, რომლის უმეტესი ნაწილიც სეტებთან ერთად ავანგარდულცოცხალ პერფორმანსებსაც მოიცავს. Magda, Marc Houle-სა და Troy Pierce-სთან ერთად წარმატებული ლეიბლის -Items & Things მფლობელია, სადაც საკუთარ მუსიკას უშვებენ Tijana T, Jimmy Edgar, Rework და სხვა ცნობილი არტისტები.იტალიური კომპოზიციების სიყვარულითა და დეტროიტის გავლენით შექმნილი ტრეკები: Your Love Attack , Breakout და Lost in Time, 10 წლის შემდეგაც არ კარგავენ აქტუალობას. მისი დისკოგრაფია ლეგენდარული Plastikman-ის, Depeche Mode-სა და სხვა ცნობილი ჯგუფების კომპოზიციების რემიქსებს მოიცავს.

დეტალური ინფორმაცია მომავალი ჰედლაინერების შესახებ იხილეთ მალე...

I კალათა: 40 ₾
II  კალათა: 50 ₾
III  კალათა/კარზე: 60 ₾