Goran Bregović

Goran Bregović

მიულოცე შენს რჩეულს 15 აპრილი - სიყვარულის დღე - გორან ბრეგოვიჩთან ერთად. აჩუქე მელოდიის, ტრფობისა და ენერგიის დაუვიწყარი დღესასწაული! მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორისა და მუსიკოსის საუნდტრეკები გამორჩეულია და შთამბეჭდავი; ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს მამაკაცური ხიბლი და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მანერა ემატება. ასე იქმნება შოუ, რომელიც არცერთ ქვეყანაში არ ტოვებს ცარიელ ადგილებს საკონცერტო დარბაზებში.
გასულ ზაფხულს „შავი ზღვის არენამ“ მისი თაყვანისმცემელი ძლივს დაიტია. კონცერტს დაახლოებით 10 000 მაყურებელი დაესწრო. წელს კი თბილისში გაზაფხული უფრო ლამაზი და ხალისიანი გახდება გორან ბრეგოვიჩის მუსიკის თანხლებით.