Fuckup Nights

Fuckup Nights

დიდი ამბები იწყება! თბილისი უერთდება Fuckup Nights!
 
რა არის Fuckup Nights?
Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ პროფესიულ Fuckup-ს ფართო აუდიტორიას უზიარებს. ბიზნესისტორიები, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც გაფუჭდა, პროდუქტი, რომელიც წარუმატებელი გამოდგა. ჩვენ მოვისმენთ ყველაფერს. Fuckup Nights მოძრაობა დაიწყო 2012 წელს მექსიკაში და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 80 ქვეყანასა და 250 ქალაქში მიმდინარეობს.

ვისთვის ვაკეთებთ?
მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის, შემოქმედებითი პროფესიონალებისთვის, სტუდენტებისთვის... Fuckup Nights არის ყველასთვის, ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდომებზე, დრო გაატაროს კარგ გარემოში ლუდთან და საინტერესო ადამიანებთან ერთად.

ვინ არიან სპიკერები?
ჩვენი სპიკერები არიან ადამიანები, ვინც არ დანებდა; განიცადა მარცხი, ისწავლა, გააგრძელა მოძრაობა და მზად არის საკუთარი გამოცდილების სხვებისთვის გასაზიარებლად.

Leavingstone-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი - ვახო ვახტანგიშვილი
Taxify Georgia-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი - ბესო პაპიაშვილი
⏺ ონლაინ პლატფორმა AT.ge-ის დამფუძნებელი - ნინო დარასელი
⏺ ჟურნალისტი, ჟურნალ Playboy Georgia-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი - ნიკო ნერგაძე

ზოგჯერ  საუკეთესო ისტორიები იწყება არასწორი გადაწყვტილებებით!

როდის და სად?
ღონისძიება ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau, Impact Hub Tbilisi ​და ფაბრიკას პარტნიორობით.
გელოდებით, 13 აპრილს, 19:00 საათზე,  ფაბრიკაში ყველაზე Fuckup Nights ბისზნესისტორიების მოსასმენად.

ჭკვიანი საკუთარ შეცდომებზე, ბრძენი კი სხვის შეცდომებზე სწავლობს.