ფასკუნჯი

ფასკუნჯი

გამოჩენილი ქორეოგრაფის მიხაილ ფოკინის საღამოზე სამი ერთმოქმედებიანი ბალეტი იქნება წარმოდგენილი: „შოპენიანა“, „ფასკუნჯი“ და „ვარდის ზმანება“.  „ფასკუნჯი“ (იგორ სტრავინსკის მუსიკა) თბილისში პირველად იდგმება. დიაგილევის „რუსული სეზონების დროს პარიზში 1909 წელს წარმოდგენილი ბალეტი მსოფლიო საბალეტო მემკვიდრეობის კლასიკურ დადგმად ითვლება. „ფასკუნჯს“ თბილისში ანდრის ლიეპა დგამს.