Cosmologic

Cosmologic

საიდუმლოება იწვევს ინტერესს, ინტერესი კი ადამიანისთვის შემეცნების საფუძველია. ჩვენ მკვლევარები ვართ და მუდამ რაღაცას ვეძებთ. ყველაფერ ცოცხალსა და მოძრავს. ყველაფერი გვაინტერესებს. ვამყარებთ კავშირებს. ვაკვირდებით მოძრაობას. ვესაუბრებით გარემოს. ჩვენს გამოძიებაში ყველა შეგრძნებას ვიყენებთ. ეს ერთი პატარა ნაბიჯია ჩვენთვის და დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის.

Cosmologic ქართული ელექტრონული სცენის სხვადასხვა სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდის ახალი პროექტია. გუნდი ძირითადად კომუნა მზესუმზირას წევრებისგანაა დაკომპლექტებული. გარდა ამისა, ყოველ ახალ ივენთზე კოსმოლოჯიკი აპირებს ითანამშრომლოს სხვადასხვა სფეროს გამორჩეულ წარმომადგენლებთან. 

კოსმოლოჯიკის ღონისძიებების მთავარი აქცენტი იქნება ლაივ პერფორმანსებზე, მაღალი ხარისხის ხმასა და განათებაზე და ასევე, არტ-ინსტალაციებზე.

🚀 Line Up: 
► Red Axes (Garzen, Life & Death)
► JD J (Zeinkali, Vodkast Recrods)

Red Axes - ორი მეგობარი, მანქანები, ფსიქოდელია, და მუსიკის, ხმისა და მოძრაობის უპირობო სიყვარული. 
ქალაქის ხმის ახლებური განსაზღვრება, გავლენების შეწებება, განსხვავებული სპექტრების გახსნა და სამყაროსთვის ახალი ბიტებისა და ელექტრული გარაჟის გაცნობა. 

ღრმა და ბუნებრივი ზრდა, რომელიც 2010 წელს, ამსტერდამის სარდაფებში და თელავივის ქუჩებში დაიწყო. 
შეიქმნა როგორც პოსტ-პანკ ბენდი "Red Cotton" და მოგვიანებით გახდა "Red Axes". 
მათი ლაივ შესრულება არის მოგზაურობა, რომელიც ძალიან შორს, საოცრად ეგზოტიკურ ადგილებში წაგიყვანთ. 

Face/Age კონტროლი (+18)