CineDOC-Tbilisi

CineDOC-Tbilisi

CinéDOC-Tbilisi არის პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანი დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა. ფესტივალის პირველი სამი გამოშვება ჩატარდა 2013, 2014, და 2015 წლებში. მეოთხე გამოშვება გაიმართება 2016 წლის 21-25 ოქტომბერს თბილისის კონოთეატრებში რუსთაველი და ამირანი, აგრეთვე ფრონტლაინ კლუბში, გოეთეს ინსტიტუტსა და კავკასიის სახლში.
CinéDOC-Tbilisi არის პირველი კინოფესტივალი საქართველოში, რომელსაც მხარს უჭერს ევროკავშირის პროექტი “კრეატიული ევროპა”.
მაყურებელს საშუალება ექნება იხილოს დოკუმენტური ფილმები უნიკალური სარეჟისორო ხედვით, ორიგინალური სტილით, საინტერესო ისტორიებითა და პერონაჟებით. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსიები, კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული რეჟისორები. ასევე ჩატარდება მასტერკლასები და ღია სესიები კინო პროფესიონალებისა და სხვა საერთაშორისო სტუმრების მონაწილეობით.
პირველად, ფესტივალის ისტორიაში წარმოდგენილი იქნება ახალი სექცია – CivilDOC, რომელში ნაჩვენები ფილმებიც ასახავს ადამიანის უფლებების დაცვისა და სოციალური პრობლემების გამოწვევებს. ფესტივალი აგრეთვე ორგანიზებას უწევს ფიჩინგ ფორუმს (Civil Pith), სადაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები წარუდგენენ პროექტს ქართველ, დოკუმენტურ ფილმებზე მომუშავე რეჟისორებს.
ფესტივალის სექციაში Focus Caucasus წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი და რეგიონალური ფილმები, ისეთი ქვეყნებიდან როგორებიცაა, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი.
სექციაში, Guest Country, ყოველ წელს ერთი კონკრეტული ქვეყნის დოკუმენტური კულტურა და კინო ინდუსტრიაა ნაჩვენები.
გარდა ამისა, CinéDOC-Tbilisi ორგანიზებას უწევს ვორქშოფებსა და ინდუსტრიულ შეხვედრებს ახალგაზრდა რეჟისორებისა და პროდიუსერებისათვის. მთელი მსოფლიოდან მოწვეულები არიან დოკუმენტური კინოს პროფესიონალები, რომლებიც პროექტის განვითარების ფარგლებში, სესიებსა და პრეზენტაციებში იღებენ მონაწილეობას.
სხვადასხვა დროს ჩვენი სტუმრები იყვნენ: კატია ვილდელმუტ (შესყიდვების მენეჯერი – MDR), პოლ პოუველს (EDN – ევროპის დოკუმენტური ქსელის დირექტორი), სიმონე ბაუმან (გერმანელი პროდიუსერი), ლუჩიანო ბარისონე (VDR დოკუმენტური კონოფესტივალის დირექტორი), ემილი კლეიმან (Arte, საფრანგეთი), ულდის ცეკულის (პროდიუსერი, ლატვია), იზაბელ არატე ფერნანდეს (IDFA Bertha Found), ტუე სტეენ მულერ (დოკუმენტური ფილმის ექსპერტი, დანია), პიტერ საიმს (პროდიუსერი, ინგლისი), ჰანს რობერტ ეიზენჰაუერ (პროდიუსერი, გერმანია), საშა კლეინ (პროდიუსერი, ისრაელი), და ა.შ.
რაც შეეხება სექციას CinéDOC-Young, მის ფარგლებში იმართება ჩვენებები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის.ფესტივალი დასრულების შემდეგ გაიმართება CinéDOC ტური მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლის ფარგლებშიც რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას საშუალება ექნებათ ნახონ ფესტივალზე ნაჩვენები ფილმები. ვრცლად
CinéDOC-Tbilisi არის პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანი დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა. ფესტივალის პირველი სამი გამოშვება ჩატარდა 2013, 2014, და 2015 წლებში. მეოთხე გამოშვება გაიმართება 2016 წლის 21-25 ოქტომბერს თბილისის კონოთეატრებში რუსთაველი და ამირანი, აგრეთვე ფრონტლაინ კლუბში, გოეთეს ინსტიტუტსა და კავკასიის სახლში.
CinéDOC-Tbilisi არის პირველი კინოფესტივალი საქართველოში, რომელსაც მხარს უჭერს ევროკავშირის პროექტი “კრეატიული ევროპა”.
მაყურებელს საშუალება ექნება იხილოს დოკუმენტური ფილმები უნიკალური სარეჟისორო ხედვით, ორიგინალური სტილით, საინტერესო ისტორიებითა და პერონაჟებით. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსიები, კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული რეჟისორები. ასევე ჩატარდება მასტერკლასები და ღია სესიები კინო პროფესიონალებისა და სხვა საერთაშორისო სტუმრების მონაწილეობით.
პირველად, ფესტივალის ისტორიაში წარმოდგენილი იქნება ახალი სექცია – CivilDOC, რომელში ნაჩვენები ფილმებიც ასახავს ადამიანის უფლებების დაცვისა და სოციალური პრობლემების გამოწვევებს. ფესტივალი აგრეთვე ორგანიზებას უწევს ფიჩინგ ფორუმს (Civil Pith), სადაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები წარუდგენენ პროექტს ქართველ, დოკუმენტურ ფილმებზე მომუშავე რეჟისორებს.
ფესტივალის სექციაში Focus Caucasus წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი და რეგიონალური ფილმები, ისეთი ქვეყნებიდან როგორებიცაა, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი.
სექციაში, Guest Country, ყოველ წელს ერთი კონკრეტული ქვეყნის დოკუმენტური კულტურა და კინო ინდუსტრიაა ნაჩვენები.
გარდა ამისა, CinéDOC-Tbilisi ორგანიზებას უწევს ვორქშოფებსა და ინდუსტრიულ შეხვედრებს ახალგაზრდა რეჟისორებისა და პროდიუსერებისათვის. მთელი მსოფლიოდან მოწვეულები არიან დოკუმენტური კინოს პროფესიონალები, რომლებიც პროექტის განვითარების ფარგლებში, სესიებსა და პრეზენტაციებში იღებენ მონაწილეობას.
სხვადასხვა დროს ჩვენი სტუმრები იყვნენ: კატია ვილდელმუტ (შესყიდვების მენეჯერი – MDR), პოლ პოუველს (EDN – ევროპის დოკუმენტური ქსელის დირექტორი), სიმონე ბაუმან (გერმანელი პროდიუსერი), ლუჩიანო ბარისონე (VDR დოკუმენტური კონოფესტივალის დირექტორი), ემილი კლეიმან (Arte, საფრანგეთი), ულდის ცეკულის (პროდიუსერი, ლატვია), იზაბელ არატე ფერნანდეს (IDFA Bertha Found), ტუე სტეენ მულერ (დოკუმენტური ფილმის ექსპერტი, დანია), პიტერ საიმს (პროდიუსერი, ინგლისი), ჰანს რობერტ ეიზენჰაუერ (პროდიუსერი, გერმანია), საშა კლეინ (პროდიუსერი, ისრაელი), და ა.შ.
რაც შეეხება სექციას CinéDOC-Young, მის ფარგლებში იმართება ჩვენებები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის.ფესტივალი დასრულების შემდეგ გაიმართება CinéDOC ტური მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლის ფარგლებშიც რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას საშუალება ექნებათ ნახონ ფესტივალზე ნაჩვენები ფილმები. ნაკლების ჩვენება