Cinédoc-Tbilisi

Cinédoc-Tbilisi

CinéDOC-Tbilisi არის პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანი დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა. ფესტივალის პირველი ოთხი გამოშვება  2013, 2014, 2015 და 2016 წლებში ჩატარდა. მეხუთე გამოშვება  2017  წლის 11-16  მაისს გაიმართება და მას   თბილისის კონოთეატრები : რუსთაველი, ამირანი და ქოლგა უმასპინძლებენ.   ასევე, ჩვენებები გაიმართება   Backstage76-ში, მზიურში, ფონდ “ღია საზოგადოება საქართველო”-სა  და   ფრონტლაინ კლუბში.
CinéDOC-Tbilisi არის პირველი კინოფესტივალი საქართველოში, რომელსაც მხარს უჭერს ევროკავშირის პროექტი “კრეატიული ევროპა”.
მაყურებელს საშუალება ექნება იხილოს დოკუმენტური ფილმები უნიკალური სარეჟისორო ხედვით, ორიგინალური სტილით, საინტერესო ისტორიებითა და პერონაჟებით. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსიები, კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული რეჟისორები. ასევე ჩატარდება მასტერკლასები და ღია სესიები კინო პროფესიონალებისა და სხვა საერთაშორისო სტუმრების მონაწილეობით.
2016 წელს ჩვენ პირველად წარმოვადგინეთ  ახალი სექცია – CivilDOC.  სექციაში ნაჩვენები ფილმები  ადამიანის უფლებების დაცვისა და სოციალური პრობლემების გამოწვევებს ასახავს. ფესტივალი აგრეთვე ორგანიზებას უწევს ფიჩინგ ფორუმს (Civil Pith), სადაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები  პროექტს ქართველ, დოკუმენტურ ფილმებზე მომუშავე რეჟისორებს წარუდგენენ.
ფესტივალის სექციაში Focus Caucasus წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი და რეგიონალური ფილმები, ისეთი ქვეყნებიდან როგორებიცაა, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი.
სექციაში, Guest Country, ყოველ წელს ერთი კონკრეტული ქვეყნის დოკუმენტური კულტურა და კინო ინდუსტრიაა ნაჩვენები.