ანსამბლი ,,შავლეგო"

ანსამბლი ,,შავლეგო"

მსოფლიოში იშვიათია ერი, რომელსაც თავისი წეს-ჩვეულებები ქორეოგრაფიულ ხელოვნებაში ასე კარგად ჰქონდეს ასახული, როგორც ქართველ ხალხს.

65 წელი ქართული ცეკვის სადარაჯოზე! ანსამბლი ,,შავლეგო" იუბილარია , რომელმაც
ქორეოგრაფიულ ხელოვნებაში ოქროს ასოებით ჩაწერა საკუთარი სახელი. დავით ბოხუას ბავშვთა პროფესიონალური დასი წარმოგიდგენთ 65 წლისადმი მიძღვნილ 2 განყოფილებიან სოლო პროგრამას, სადაც თქვენ ნახავთ 16 სანიმუშო ცეკვას, მართლაც
ძლიერი ბავშვები გაერთიანდნენ ანსამბლის სახელის სადიდებლად და ქორეოგრაფიულ ხელოვნებაში მარადაიული ადგილის დასამკვიდრებლად. ჩვენი მიზანია, მოცეკვავეებში გაღვივდეს რაინდული პატიოსნების, თავაზიანობისა და სიმამაცის გრძნობა, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ სამშობლოს მოსიყვარულე პატრიოტებად.
ღონისძიებები

24 ივნ/ კვირა 20:00

ანსამბლი ,,შავლეგო"

ალექსანდრე გრიბოედოვის რუსული დრამატული თეატრი

15 - დან
ბილეთები