ორგანიზატორი

TKT.GE  ღონისძიებების ორგანიზატორებს სთავაზობს ბილეთების მომსახურეობის სრულ სპექტრს:

  • ელექტრონული ბილეთების რეალიზაციას ვებ გვერდზე

    TKT.GE არის საქართველოში ყველაზე პოპულარული ბილეთების რეალიზაიის საიტი, რომელსაც თვეში 200.000 ვიზიტორი სტუმრობს. ვებ გვერდი მუშაობს Microsoft ის თანამედროვე სტრუქტურაზე და აქვს მაღალი წარმადობა. ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია სმარტფონებისა და პლანშეტებისთვისაც. ვებ გვერდზე რეგისტრირებულ ათასობით მომხმარებელს წამებში შეუძლიათ ბილეთის შესყიდვა, რადგან მათი გადახდის მეთოდი და ინფორმაცია შენახულია.

  • ფიზიკური ბილეთების რეალიზაცია  სალაროების ქსელში

    კომპანია TKT.GE მართავს თბილისის და ბათუმის ყველაზე მოთხოვნად სალაროებს (თბილისის საკონცერტო დარბაზი, ბათუმის ბულვარი). ჩვენს საიტზე განთავსებული ყველა ღონისძიების ბილეთი ავტომატურად ხელმისაწვდომია ჩვენს სალაროების ქსელში. ამრიგად მომხმარებელი არ იზღუდება და აქვს შესაძლებობა შეიძინოს ბილეთი ონლაინ და სალაროებში.

  • ახალი დარბაზებისთვის ელექტრონული გეგმის შედგენა და ადგილების დაკოორდინატება

  • ორგანიზატორის მოთხოვნით ფიზიკური ბილეთების და მოსაწვევების ბრენდირება და პერსონალური დიზაინის აწყობა

  • დროებითი სალაროების მოწყობა და მოლარეებით მომსახურეობა.

    თუ გსურთ ღონისძიებამდე რამოდენიმე დღით ადრე ახალი სალაროს ლოკაციის გახსნა (მაგ.: სტადიონის სალაროები, სპორტის სასახლე), TKT.GE მოგემსახურებათ საკუთარი ტექნიკით, სალარო აპარატებით, POS ტერმინალებით და მოლარეებით.

  • პერსონალური Account Manager

    ხელშეკრულების გაფორმების თანავე ორგანიზატორთან მუდმივ კავშირზეა Account Manager- ი, რომელიც ორგანიზატორს ეხმარება: ჯავშნების მართვა, ბილეთების ფასწარმოქმნა და ადგილების სქემის შედგენა. გაყიდვების სტატისტიკა. მოსაწვევბის გენერირება. ღონისძიების დღის დაგეგმვა.

  • ორგანიზატორისთვის შექმნილი ადმინისტრატორის პანელი

    ორგანიზატორს ეძლევა ადმინისტრატორის მომხმარებელი და პაროლი, საიდანაც პორტალზე შეუძლია რეალურ დროში აწარმოოს ღონისძიებასთან დაკავშირებული ოპერაციები: სტატისტიკა, ჯავშნები, ანალიტიკა.

  • კონტროლიორებით მომსახურეობა

    ღონისძიების დღეს TKT.GE უზრუნველყობს სტუმრების მიღებას და კონტროლიორებით მომსახურეობას. ლოკაციაზე ტურნიკეტის არსებობის შემთხვევაში გაყიდული ბილეთები იტვირთება ტურნიკეტების ბაზაში, სხვა შემთხვევაში კონტროლიორი გოგოები ემსახურებიან ხელის ლაზერული სკანერებით.

  • ღონისძიების მარკეტინგული მომსახურეობა

    • ღონისძიების რეკლამირება Facebook გვერდის საშუალებით( Weekly reach: 250.000 მომხმარებელი)
    • ღონისძიების კროს გაყიდვები მსგავსი ღონისძიების მოყვარულთათვის
    • პრომოკოდების (ფასდაკლების) გენერაცია და მომსახურეობა. ორგანიზატორის სურვილისამებრ, ვაგენერირებთ ფასდაკლების კოდებს, რომლებიც ეგზავნებათ ერთგულ მომხმარებლებსა თუ პრომოუტერებს.
    • რეკლამა სხვა მედია საშუალებებში.

  • შეღავათიან ფასებში შემოგთავაზებთ რეკლამას რადიოში, გარე ბილბორდებზე, ქუჩის ეკრანებზე და ტელევიზიაში

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995322195577, ან მოგვწერეთ მეილი შემდეგ მისამართზე: event@tkt.ge