ზღაპრული ტური

ზღაპრული ტური

სამეგრელო/სვანეთი 1 დღიანი და 2 დღიანი ტურები.

2 დღიანი ტური: მესტია-უშგული
ტურისტების რაოდენობა 1-დან 10 კაცამდე

მარშრუტი: თბილისი-მესტია 2 დღიანი ტური
მანძილი: 456 კილომეტრი

ვიკრიბებით დილით ადრე ვაჟა-ფშაველას 16 ნომერში და გავდივართ თბილისიდან
კომფორტული ტრანსპორტით. გზად შევივლით ზუგდიდიდს ეთნოგრაფიულ მუზეუმში და დავათვალიერებთ დადიანების სასახლეს,  შემდეგ გველოდება ზღაპრული სვანეთი თავისი ისტორიული კოშკებით და ლამაზი სანახაობებით. ღამეს გავათევთ ერთ-ერთ საოჯახო სასტუმროში. ტურისტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ქართული კერძების მომზადებაში. (მაგალითად, როგორიცაა მწვადის შეწვა, კუბდარის მომზადება ა.შ.) დამატებითი ფასი.

სვანეთის ისტორისაა და ეთნოგრაფიის მუზეუმი.
მუზეუმი 1936 წელს დაარსდა და მასში დაცულია: სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე
არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები; ქართული ჭედური
ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები; უძველესი ხელნაწერები; ადრეული და გვიანი შუასაუკუნეების საომარი აღჭურვილობის, რკინის, ვერცხლის, სპილენძის
ნაკეთობების, სამკაულების, ჭურჭლის, ქსოვილების ნიმუშები; ძველი სვანეთის ყოფის
ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთები და სხვა. მის.: დაბა მესტია

ჭაალათის მყინვარი
ხეობური ტიპის მყინვარი მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ
კალთაზე, მდინარე მესაუცილებლად ტიაჭალის სათავეში. მყინვარის ენის სიმაღლე 1850
მეტრია. ჭალაათი ერთადერთი მყინვარია, რომელიც იჭრება ტყის ზონაში. მყინვარი
საზრდოობს მწვერვალების ბჟედუხის, ჩათინისა და დალაყორის ნაკადებით.

უშგული
უშგული მესტიის მუნიციპალიტეტში, შხარას ძირას, ენგურისა და შავწყალა-ქვიშარას
შესართავთან მდებარეობს. თემი შედგება 4 სოფლისგან (ჟიბიანი, ჩვიბიანი, მურყმელი,
ჩაჟაში) და მისი სიმაღლე მერყეობს ზღვის დონიდან 2060 მეტრიდან 2200 მეტრამდე.

ჰაწვალის საბაგირო და ხედი
მესტიიდან 8 კილომეტრში, ფიჭვნარის გავლით ხვდებით ჰაწვალში, საიდანაც
კილომეტრნახევრიანი სიგრძის საბაგიროს მეშვეობით შესაძლებელია ზურულდის მთაზე
ასვლა.
ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა.

ბილეთის ტიპი 1 დღიანი ტური 700

700
ყიდვა

ბილეთის ტიპი 2 დღიანი ტური 1000

1000
ყიდვა