ყველა გიტარას მე დავარქმევ სახელს მამუკას

ყველა გიტარას მე დავარქმევ სახელს მამუკას

"არცთუ ისე ხშირია შემთხვევა, როცა კომპოზიტორის სიმღერები, წლების განმავლობაში ინარჩუნებს ხალხის ინტერესსა და სიყვარულს, თუმცა მამუკა ჩარკვიანი ყოველთვის ყველასაგან განსხვავებული ემოციით მღეროდა და ეს დღემდე ასეა. პირველად მამის ლექსებზე შექმნილი სიმღერებით წარდგაფართო მსმენელის წინაშე. თავად სიმღერების დაწერა კი 15 წლის ასაკში დაიწყო. პირველი სოლო კონცერტი მას 1999 წელს ფილარმონიის სცენაზე ჰქონდა. ახლაც მისი სიმღერები კვლავ გაჟღერდება დიდ საკონცერტო დარბაზში. 30 მარტს ქართული ესტრადის ახალგაზრდა თაობა, მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებიდან ყველასთვის საყვარელ ჰიტებს შეასრულებს.