ვიოლინოს ჯადოქარი – გეზა ჰოსზუ ლეგოცკი

ვიოლინოს ჯადოქარი – გეზა ჰოსზუ ლეგოცკი

X საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალის – „ღამის სერენადები“, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელები არიან ლიანა და გიორგი ისაკაძეები, მეორე კონცერტის სოლისტია ვირტუოზი მევიოლინე გეზა ჰოსზუ ლეგოცკი (უნგრეთი/შვეიცარია). მას „ვიოლინოს ჯადოქარს“ უწოდებენ. მუსიკოსი მსმენელს შესთავაზებს ურთულეს პროგრამას ფესტივალის საბაზო კამერულ ორკესტრთან „საქართველოს ვირტუოზებთან“ ერთად, რომელსაც თავადვე უდირიჟორებს. კონცერტი გაიმართება სასტუმრო „შერატონ ბათუმის“ საკონცერტო დარბაზში.
 
კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“
სოლისტი და დირიჟორი  –  გეზა ჰოსზუ ლეგოცკი – ვიოლინო (უნგრეთი/შვეიცარია)
 
პროგრამა:  კ. სენ-სანსი, პ. სარასატე, კ. დებიუსი, ბ. ბარტოკი, ფ. კრეისლერი
 
აქცია 10 აგვისტომდე – ბათუმის სამივე კონცერტზე დასასწრები ბილეთის შეძენის შემთხვევაში (აბონემენტი) მსმენელს:
 
A კატეგორიის ბილეთების შეძენის შემთხვევაში, ნაცვლად 120 ლარისა - 90 ლარი (25%–იანი ფასდაკლება);
 
B კატეგორიის ბილეთების შეძენის შემთხვევაში, ნაცვლად 90 ლარისა - 60 ლარი (33%–იანი ფასდაკლება);
 
* VIP ბილეთებზე აქცია არ ვრცელდება (!)
 * VIP ბილეთების მფლობელებს კონცერტის ანტრაქტის დროს სპეციალურად მათთვის გამოყოფილ სივრცეში გავუმასპინძლდებით ტკბილეულით, ხილით, გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელებით (!)
სპეციალური შეთავაზება

ღამის სერენადები - აბონემენტი (B კატეგორია)

180 60
დეტალები
ყიდვის დასასრულებლად დაგრჩათ
0