UFO

UFO

თბილისს 11 ნოემბერს, მოსკოვის სახელმწიფო ცირკი – “ძმები ზაპაშნები “, მსოფლიოში აღიარებული შოუ პროგრამით – UFO ეწვევა. კოსმიური ხომალდის, ლაზერული – ვიდეო და აუდიო ეფექტებით გაფორმებული საცირკო წარმოდგენისა და არაადამიანური შესაძლებლობების მქონე აკრობატების ნახვა ქართველ მაყურებელს მხოლოდ ერთი დღით შეეძლება.
მისტიურ შოუში 90 არტისტი მონაწილეობს. სიუჟეტი ვითარდება კოსმოსურ თეფშზე.
უცხო პლანეტელების მიერ დედამიწიდან გატაცებული უნებლიე სტუმარი შორეული გალაქტიკის მცხოვრებლების გარემოცვაში მოხვდება. ეცნობა უცხო-პლანეტელთაინტელექტს, ცივილიზაციას და აღმოაჩენს ჩვენი სამყაროს აქამდე უცნობ თვისებებს. მაყურებელს ელოდება შთამბეჭდავი საცირკო შოუ, რომლის განმავლობაში სპორტის სასხლის თაღ-ქვეშიფრენენ ფანტასტიური კოსმოსური ხომალდები და ამოუცნობი მფრინავი ობიექტები. მაყურებელი შეხვდება ზღაპრულ არსებებს, იხილავს საცირკო ნომრებს ადამიანის შესაძლებლობის ზღვარზე, აკრობატების, გიმნასტების, ჟონგლიორების და კლოუნების შესრულებით.
მისივე ინფორმაციით, შოუში გამოყენებულია საავტორო მუსიკა, თანამედროვე ლაზერული, ვიდეო და აუდიო ეფექტები, რომლებიც ქმნიან შთამბეჭდავ, სივრცულ აღქმას, “სხვა სამყაროს” და არამიწიერი სილამაზის ეფექტებს.