თვინიერი

თვინიერი

27 მაისი 2018 20:00 რუსთაველის 19
ჟანრი - დრამა ერთ მოქმედებად 
რეჟისორი - დათო ბელთაძე
ავტორი - თეოდორ დოსტოევსკი
მხატვარი - ანანო დოლიძე
მონაწილეები - ანი ბებია, თორნიკე ბელთაძე, ქეთევან ლუარსაბიშვილი

აღწერა:
პოლკიდან გაძევებული გადამდგარი ოფიცერი ჯერ მათხოვრობით ირჩენს თავს, შემდეგ კი, გარდაცვლილი ნათესავისგან მიღებული მემკვიდრეობით ხდება წარმატებული მევახშე. გადაწყვეტს ცოლად შეირთოს ხელმოკლე ახალგაზრდა თვინიერი ქალი. ქორწინების პირველი დღიდან იწყება ორთაბრძოლა თვინიერსა და მევახშეს შორის. თეატრ „რუსთაველის 19“ სცენაზე მსხვილი ხედით იხილავთ, როგორ ბობოქრობს მეამბოხე სული გარეგნული მორჩილების ქვეშ.