წმინდა გიორგი

წმინდა გიორგი

კირქვის სვეტთა და სამლოცველო მღვიმეთა ულამაზეს ქალაქ კაბადოკიაში იშვნენ - ნინო კაბადოკიელი („წმინდა ნინო“) და დიდმოწამე გიორგი („წმინდა გიორგი“). ქალწული ნინო თავისი ნაწნავით შეკრული ჯვრით ხელში საქართველოსკენ მოანათებდა, რათა „ქრისტედ მოექცია ქართლი“ და ამით აესრულებინა თავისი ღვთიური ვალი ივერთა ქვეყნის წინაშე.ლეგიონერი გიორგი, რომელმაც არაერთგზის იხილა დამპყრობელ რომაელთა გვემა - შევიწროვება ქრისტიანთა მიმართ, წინ აღუდგა იმპერატორ დიოკლეტიანეს მიმართ, წინ აღუდგა იმპერატორ დიოკლეტიანეს ძალადობას,  „ქრისტეს მხედრად“ იწოდა და სამუდამო ჭეშმარიტებას ეზიარა.წამების კასკადს შეუყენა იმპერატორმა ურჩი ლეგიონერი. იმპერატორის წრეგადასულ მრისხანებას თვით დედოფალმა ალექსანდრამაც ვერ გაუძლო, დედოფლის გვირგვინი მოისროლა და წამებულ მხედარს თაყვანი სცა.ვერ გატეხეს ჯალათებმა წმინდა გიორგი. რომ ეგონათ, ალესილ შუბლთა წვერებით დავასამარეთო,  სწორედ მაშინ ფენიქსისებრ აღსდგა და ღვთაების ბრწყინვალებით გაბრწყინდა.მახვილით განგმირა ბოროტება - გველეშაპი და კეთილი ნების ადამიანთა სამუდამო შემწედ დამკვიდრდა ცათა სასუფეველში.