TREEBAL: SONIC ENTITY / IMAGINARIUM @ SPACEHALL

TREEBAL: SONIC ENTITY / IMAGINARIUM @ SPACEHALL

ვერიფიცირებული ორგანიზატორი

?აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი ვერიფიცირებულია TKT.GE-ს მიერ და წარმოადგენს ჩვენს პარტნიორ კომპანიას. თანამშრომლობის პერიოდში ორგანიზატორს აქვს ჩვენს საიტზე ბილეთების წარმატებულად რეალიზების გამოცდილება.
14 აპრილი 2018 23:00 Spacehall
TREEBAL - პროექტი მიზნად ისახავს ფსიქოდელიური მუსიკის, ხელოვნებისა და კულტურის განვითარებას საქართველოში.

Sonic Entity - Nikola Gasic სერბი ფსაი-ტრანს არტისტი ბელგრადიდან. ფსიქოდელიურ სცენაში რამდენიმე წლიანი ჩართულობის შემდეგ, ნიკოლამ მუსიკის კეთება 2008 წელს დაიწყო და 2011 წელს პირველი EP გამოუშვა. მისი სადებიუტო ალბომი “Twister” 2012 წელს Yellow Sunshine Explosion-ზე გამოიცა და ამით დიდი ყურადღება მიიქცია. მომდევნო რამდენიმე წელი თანამშრომლობდა ისეთ ლეიბლებთან როგორებიც არის: Iono Music, Echoes Records, ხოლო მეორე ალბომი 2015 წელს ცნობილ ლეიბლზე, TesseracTstudio-ზე გამოუშვა, რომლის წევრიც მალევე გახდა. მეორე ალბომის მეშვეობით ნიკოლამ თავი დაიმკვიდრა გამორჩეული საუნდით, რომელიც შესანიშნავია დასაკრავად და მოსასმენად როგორც დღის, ასევე ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. ბოლო რამდენიმე წელია Sonic Entity მთავარი ფესტივალების მუდმივი ნაწილია.


Imaginarium Live - Nikola Gasic-ის (Sonic Entity) ახალი პროექტია. მისი შემოქმედება ღრმა, ჰიპნოტური და ატმოსფერული საუნდისა და Old School ჟღერადობის სინთეზია. Imaginarium ცნობლი ლეიბლის Digital Om Productions-ის წევრია.


Acidwave - ორი ქართველი არტისტის, ირაკლი დავარაშვილის (MARCUSS) და დავით ჯანაშვილის (ADDITIVV) ფსაიტრანს პროექტია, რომელიც 2016 წელს შეიქმნა. Acidwave-ის სეტები ძირითადად Progressive Psytrance და Full-On ჟღერადობით ხასიათდება.


Obri & Zen -  ფსიქოდელიური ლაივ აქტ დუო, რომელიც GeoPsy-ს ორი წევრისგან შედგება. მათი ლაივი წარმოადგენს თავიანთ ხანგრძლივ მოგზაურობას ჟღერადობასა და სინთეზში, რომელიც სავსეა ღრმა ემბიენტ ტექნო და ჰიპნოტური Acid ხმებით.


დეკორაცია და ვიზუალი:
BOTN Decoration+Visuals team (სალონიკი, საბერძნეთი)

Presale I: 20 GEL (ყველა ბილეთი გაყიდულია)
Presale II : 30 GEL 
(ყველა ბილეთი გაყიდულია)
Presale III / Door: 40 GEL

Face Control / Age Control: 18+
მსგავსი ღონისძიებები