TREEBAL: E-CLIP @ SPACEHALL

TREEBAL: E-CLIP @ SPACEHALL ბილეთები გაიყიდება ადგილზე

03 თებერვალი 2018 23:00 Spacehall
TREEBAL - პროექტი მიზნად ისახავს ფსიქოდელიური მუსიკის, ხელოვნებისა და კულტურის განვითარებას საქართველოში.

E-Clip - Marko Radovanovic ცნობილი სერბი ფსაიტრანს არტისტი ბელგრადიდან. მისი მუსიკალური მოღვაწეობა ადრეულ ასაკში დაიწყო. Hardcore და New Age ბენდების დრამერობამ მას დიდი გამოცდილება შესძინა, ხოლო შემდგომ შემოქმედებაზე ფსიქოდელიური მუსიკის ლეგენდებმა (Jean Michel Jarre, Pink Floyd, Klaus Shultze, Astral Projection) იქონიეს გავლენა. მარკომ თავისი მუსიკალური გარდასახვა მზის დაბნელებას (Solar Eclipse) შეადარა, საიდანაც შემდგომში მისი სასცენო სახელი (E-Clip) გამომდინარეობს. არტისტმა სადებიუტო ალბომი 2008 წელს გამოსცა, Beyondecliptica-ს სახელით, ხოლო 2009 წლიდან E-Clip-ით დაიმკვიდრა ადგილი ფსიქოდელიური ტრანსის სამყაროში. მარკო თანამშრომლობდა რამდენიმე ცნობილ ლეიბლთან, დღესდღეობით კი გავლენიანი ლეიბლის Iono-Music-ის წევრია. E-Clip-ის სახელით, არტისტს გამოშვებული აქვს 3 სტუდიური ალბომი. E-Clip უამრავი ფესტივალის და ივენთის ჰედლაინერია მსოფლიოს მასშტაბით.

Acidwave - ორი ქართველი არტისტის, ირაკლი დავარაშვილის (MARCUSS) და დავით ჯანაშვილის (ADDITIVV) ფსაიტრანს პროექტია, რომელიც 2016 წელს შეიქმნა. Acidwave-ის სეტები ძირითადად Progressive Psytrance და Full-On ჟღერადობით ხასიათდება.


Ellarge - ორი ქართველი პროდიუსერის, ირაკლი მენაღარიშვილის და ნიკა წერეთელის კოლაბორაციაა. პროექტი მთლიანად დაფუძნებულია ცოცხალი ელექტრონული მუსიკის იმპროვიზაციაზე, რაც ჟღერადობას ორგანულს ქმნის და გადმოსცემს ამ ორი არტისტის ზუსტ ემოციას. მათ მუსიკალურ ჟღერადობას შეიძლება ეწოდოს Psychedelic Dance Music.


Oogway - ქართველი არტისტის, გიგი გაბაძის პროექტია. მისი დიჯეის კარიერა 2015 წელს დაიწყო. ინდოეთში მოგზაურობამ მას ფსიქოდელიური მუსიკა შეაყვარა და გადაწყვიტა ამ მიმართულებით გაეგრძელებინა მოღვაწეობა. 2017 წელს, გიგი ლოკალურ სცენაზე Oogway-ს სახელით გამოჩნდა. მისი სეტები Darkpsy, Twilight, Forest და ასევე ბევრი სხვადასხვა ჟღერადობით ხასიათდება.


დეკორაცია და ვიზუალი: 
BOTN  Decoration+Visuals team (სალონიკი, საბერძნეთი)

Presale I: 20 GEL  (SOLD OUT)
Presale II : 30 GEL (SOLD OUT)
Presale III / Door: 40 GEL 

Age Control: 18+