TREEBAL: ATMOS LIVE @ SPACEHALL

TREEBAL: ATMOS LIVE @ SPACEHALL ონლაინ გაყიდვა შეჩერებულია

28 ოქტომბერი 2017 23:00 Spacehall
TREEBAL - პროექტი მიზნად ისახავს ფსიქოდელიური მუსიკის, ხელოვნებისა და კულტურის განვითარებას საქართველოში.

ATMOS - Tomasz Balicki არის ცნობილი ფსიქოდელიური ტრანს არტისტი შვედეთიდან. ელექტრონიკის, ემბიენთ როკისა და ისეთი არტისტების გავლენამ, როგორებიც არიან JM Jarre და Pink Floyd მუსიკოსს ჩამოუყალიბა ყველასაგან გამორჩეული სტილი. ამ სტილმა მალევე გახადა ის ერთერთი ყველაზე წარმატებულ არტისტი, ჰიპნოტური და ატმოსფერული ფსაიტრანსის ჟანრში.  ამ სახელის ქვეშ, Atmos-მა გამოუშვა 6 სტუდიური ალბომი, უამრავი სინგლი და ბევრჯერ გამოჩნდა სხვადასხვა მუსიკალურ კრებულებში. არტისტი უკვე 21 წელზე მეტია მსოფლის მასშტაბით უამრავ მუსიკალურ ღონისძიებას წარმატებით სტუმრობს. 2013 წელს Atmos-მა საკუთარი ლეიბლი Atmotech Recordings დაარსა. იგი ასევე ცნობილი ლეიბლის Iboga Records-ის წევრია. Atmos გახლავთ ყველა მთავარი ფსიქოდელიური ტრანს ფესტივალის ჰედლაინერი. მისი სეტები გამოირჩევა მრავალფეროვანი სელექციითა და ატმოსფერული პროგრესივ ჟღერადობით.

ACIDWAVE - ორი ქართველი არტისტის, მარკუს დავარაშვილის (MARCUSS) და დავით ჯანაშვილის (ADDITIVV) ფსაიტრანს პროექტია, რომელიც 2016 წელს შეიქმნა. Acidwave-ის სეტები ძირითადად პროგრესივ ფსაიტრანს ჟღერადობით ხასიათდება.

ANCIENT OM - ქართველი არტისტის, ლუკა იოსელიანის  პროექტია. მისი ჟღერადობა  Chillgressive, Chillout, Psydub და Psyprog სტილებს შორის მერყეობს.

დეკორაცია:
2deko (კრაკოვი, პოლონეთი)

Presale I: 20 GEL (SOLD OUT)
Presale II : 30 GEL
Door: 35 GEL

Age Control: 18 +