ტერენტი გრანელი

ტერენტი გრანელი

24 ნოემბერი 2017 20:00 შალიკაშვილის თეატრი
მშობიარობის უმძიმესი ტკივილით გაჩნდა პოეტი ქვეყნად და კოლხი ქალის კირთები (რომელსაც ლამის მთელი სოფელი ეხმარება, რომ ტკივილი შეუმსუბუქოს), სიმბოლური უვერტურაა იმ განწყობილების შესაქმნელად, რასაც მთელი წარმოდგენა ემსახურება-სევდა და ცრემლი არ შორდება ტერენტი გრანელის ეულ სვლას წუთისოფლის ოღროჩოღრო ბილიკებზე. „დაბადებას“ პირველი ყვავილები და სიცოცხლის ხის გარშემო ანგელოზებთან ერთად პირველი  თამაში მოსდევს. სიყრმის დღეების იდილიას ქუხილი და გრგვინვა ცვლის. იწყება მოზარდის პირველი შეჯახება თავისუფლების ხელყოფასთან (ცხენის დაურვება და დაჭერა). იქვე ჩასაფრებია მეოცნებე ყრმას წუთისოფლის მძიმე განსაცდელი-მშობლიური სახლის დაწვა და მამის სიკვდილი. იწვის მამისეული სახლი და იფერფლება მარტოსულად შთენილი ყმაწვილის იმედიც. შემდგომი სურათი თბილისში ჩამოსვლაა. ოციანი წლების ტბილისი... კაფე--- შანტანებით, დაბნეული მოქალაქეებით და დიდი ქალაქისათვის დამახასიათებელი გაუტანლობით. გაოცებით შესცქერიან „ამრევია,“ დაუდევარ პოეტს, რომელიც უეცრად გაქვავდება და თითქმის სხეულიდან ამოფრენას ცდილობს. თითქოს და აბურდულ ქალაქშიც იპოვა თავისი ადგილი. გაერიდა ხმაურს. ეულ კორდზე წვიმაა და ყვავილები... სასაფლაოს ხშირი სტუმარია. საფლავთა შორის წუთისოფლის მწარე გამოცანის ამოხსნას ცდილობა და ზოგჯერ ქრისტესკენ გაექცევა გრძნეული თვალი. ხშირად ფოთლებივით ფანტავს თაყვანისმცემელ ქალიშვილებთა შორის თავის დიდებულ ლექსებს და ფანჯრებიდან გადმოღვრილ საოცარ სუმფონიება ეწაფება. ... და მოდის 1921 წლის 25 თებერვალი. ტერენტი გრანელი მამულის დამცველიიუნკერთა შორის ჩანს და იქ, კეთილისა და ბოროტის საბედისწერო ჭიდილში, მის თვალწინ ეცემა თეთრი გედი-მეოცე საუკუნის საქართველოს პორველი გმირი ქალი-მარო მაყაშვილი. ბოლშევიკური ყულფი ჩამაცვეს ტერენტი გრანელის სამშობლოს. წითელვარსკვლავიანი ჯალათები იმას როდი სჯერდებიან, რომ მეამბოხე პოეტს ხალხისკენ გზას უღობავენ, მის ყოველ სიტყვაზე ყურს იხშობენ და პირზე ხელებს იფარებენ, ჩეკა პოეტს აპატიმრებს და ექცევა ისე როგორც ყველა დროს ყველა ხელოვანს ექცეოდა დესპოტური ხელისუფლება. კონსტანტინე არსაკიძის ბედი გაიზიარა ტერენტი გრანელმაც და მისი წამებიდან ერთი ნაბიჯია გალაქტიონის თვითმკვლელობამდე. ხელოვნების „ვერგაგების“ მსახვრალი ნიღაბი საუკუნის დანაშაულად ექცა ყველა დესპოტს. ...  ხოლო ამ სულის შემძვრელი ფინალის საიდუმლო ტერენტი გრანელის მთელის მთელ შემოქმედებაში ძევს.
ყიდვის დასასრულებლად დაგრჩათ
0