TEDx Tbilisi

TEDx Tbilisi

წლევანდელი, საიუბილეო კონფერენციის თემაა „ახალი ეტაპი“. მოწვეული სპიკერები საკუთარი პროფესიული თუ პირადი გამოცდილების ჭრილში მოგვითხრობენ ახალი ეტაპის წამოწყების ისტორიებს, გამოწვევებსა და მიღებულ გაკვეთილებზე. „ახალი ეტაპის“ თემა აქტუალურია უშუალოდ თედექს თბილისისთვისაც (TEDxTbilisi). დაარსებიდან ხუთი წლის თავზე ჩვენ აქტიურად ვეძებთ საქმიანობის განვითარების გზებს და ვფიქრობთ იმ სიახლეებზე,  რომლებსაც შეეძლებათ კიდევ უფრო ძლიერი ბიძგი მისცეს ინოვაციას, ქართულ საზოგადოებაში. განვითარების ახალ ეტაპზე ჩვენ სრულად გავაქართულეთ თედის ფორმატი, რათა ინგლისური ენის არცოდნა არ გამხდარიყო ბარიერი საინტერესო იდეების გავრცელებისათვის. აგრეთვე, ვემზადებით დამატებითი, უფრო მცირე მასშტაბის ღონისძიებებისათვის, რათა გავამრავალფეროვნოთ ჩვენი ფორმატი.
„თედის“ ტრადიციული ფორმატის შესაბამისად, 15 ოქტომბრის ღონისძიების თითოეული მომხსენებელის წინაშე იდგება საპასუხისმგებლო ამოცანა, აუდიტორიას წარუდგინონ მათი პროფესიული კარიერის საუკეთესო პრეზენტაცია.  სპიკერების ვინაობა და მათი საუბრის თემები გასაჯაროვდება ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე.