თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2018

თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2018

26 ოქტომბერი 2018 19:00 გლდანი
თბილისის პირველი არქიტექტურული ბიენალე 2018 წლის 26 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე, თბილისში, გლდანის რაიონში გაიმართება.  
ბიენალეს წამყვანი თემაა ,,მხოლოდ შენობები არ კმარა", რომელიც შეისწავლის ქალაქის მაცხოვრებელთა დასახლების ახლებურ მოდელებს და ტრანსფორმაციულ პროცესებს. 

თბილისის არქიტექტურული ბიენალე უმასპინძლებს წამყვან არქიტექტორებს, მეცნიერებს და ხელოვანებს. ბიენალე შედგება როგორც შიდა, ასევე ღია სივრცეში გამართული აქტივობებისგან, მათ შორისაა: გამოფენები, სიმპოზიუმები, საჯარო ლექციები, ვორქშოფები, ქალაქის ტურები გიდის თანხლებით, ფილმების ჩვენებები, ხელოვანთა პერფორმანსები, ურბანული და არქიტექტურული ინსტალაციები. შეიქმნება ხელოვნების საჯარო ნიმუშები: ღირსსესანიშნაობები, რომლებიც გლდანის უბნის ღია სივრცის ნაწილი გახდება.  
ერთ მომხმარებელზე შესაძლებელია მაქსიმუმ 1 ბილეთის შეძენა.

ბილეთის ტიპი აკრედიტაცია 0

0
ყიდვა