თბილისი მარათონი

თბილისი მარათონი ონლაინ რეგისტრაცია შეჩერებულია

23 ოქტომბერი 2016 08:00 რუსთაველის გამზირი
საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი, კომპანია „ჰაიდელბერგცემენტი“ წელს უკვე მეხუთედ გეგმავს სოციალური პროექტის „თბილისიმარათონის“ ჩატარებას. აღნიშნული სოციალური პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდასა და ქველმოქმედებას ემსახურება. „თბილისიმარათონი“ გერმანიის საელჩოს, თბილისის მერიისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით ტარდება. თავისი ფორმატისა და საზოგადოების ჩართულობის კუთხით პროექტი საერთაშორისო სტატუსსაც ატარებს. მონაწილეთა შორის არიან უცხოელი სტუმრები 30-ზე მეტი ქვეყნიდან, დიპლომატიური კორპუსი, ასევე სამთავრობო და ბიზნეს სექტორი. „თბილისიმარათონის“ რეგისტრაციიდან შემოსული თანხა კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ მიერ ტრადიციულად გაორმაგდება და წელს საქართველოში პირველი ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობას მოხმარდება. ვრცლად
საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი, კომპანია „ჰაიდელბერგცემენტი“ წელს უკვე მეხუთედ გეგმავს სოციალური პროექტის „თბილისიმარათონის“ ჩატარებას. აღნიშნული სოციალური პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდასა და ქველმოქმედებას ემსახურება. „თბილისიმარათონი“ გერმანიის საელჩოს, თბილისის მერიისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით ტარდება. თავისი ფორმატისა და საზოგადოების ჩართულობის კუთხით პროექტი საერთაშორისო სტატუსსაც ატარებს. მონაწილეთა შორის არიან უცხოელი სტუმრები 30-ზე მეტი ქვეყნიდან, დიპლომატიური კორპუსი, ასევე სამთავრობო და ბიზნეს სექტორი. „თბილისიმარათონის“ რეგისტრაციიდან შემოსული თანხა კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ მიერ ტრადიციულად გაორმაგდება და წელს საქართველოში პირველი ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობას მოხმარდება. ნაკლების ჩვენება