ტანგოს საღამო - სოფია ბოროსი, მარიო სტეფანო პიეტროდარჩი

ტანგოს საღამო - სოფია ბოროსი, მარიო სტეფანო პიეტროდარჩი

X საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელები არიან ლიანა და გიორგი ისაკაძეები, ბათუმის ნაწილს დაასრულებს ცნობილი ქართველი მევიოლინე გია იაშვილი თავისი პროექტით „ტანგოს საღამო“.  კონცერტში ასევე მონაწილეობენ გია იაშვილის მეგობრები - ბანდენეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარჩი (იტალია), გიტარისტი სოფია ბოროსი (ავსტრია/უნგრეთი) და ფესტივალის საბაზო კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“.
კონცერტი გაიმართება სასტუმრო "შერატონ ბათუმის" საკონცერტო დარბაზში.
პროექტის ავტორი – გია იაშვილი

მონაწილეობენ
გია იაშვილი – ვიოლინო (ავსტრია/საქართველო)
მარიო სტეფანო პიეტროდარჩი – ბანდონეონი (იტალია)
სოფია ბოროსი – გიტარა (ავსტრია/უნგრეთი)
კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“
 
პროგრამა –  ა. პიაცოლა, რ. დი მარინო, ლ. ბაკალოვი, ე. მორიკონე, ტ. ნელეგატი.
 
აქცია 10 აგვისტომდე – ბათუმის სამივე კონცერტზე დასასწრები ბილეთის შეძენის შემთხვევაში (აბონემენტი) მსმენელს:
 
A კატეგორიის ბილეთების შეძენის შემთხვევაში, ნაცვლად 120 ლარისა - 90 ლარი (25%–იანი ფასდაკლება);
B კატეგორიის ბილეთების შეძენის შემთხვევაში, ნაცვლად 90 ლარისა - 60 ლარი (33%–იანი ფასდაკლება);
 
* VIP ბილეთებზე აქცია არ ვრცელდება (!)
 * VIP ბილეთების მფლობელებს კონცერტის ანტრაქტის დროს სპეციალურად მათთვის გამოყოფილ სივრცეში გავუმასპინძლდებით ტკბილეულით, ხილით, გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელებით (!)