Tale Of Us

Tale Of Us

28 აპრილი 2018 22:00 Spacehall
Tale Of Us - ორი იტალიელი არტისტის Carmine Conte-ს და Matteo Milleri-ის მიერ, 2011 წელს, ბერლინში დაფუძნებული პროექტი. მათი უნიკალური და მუდმივად ცვალებადი ჟღერადობა მსოფლიოს წამყვან კლუბებში და ფესტივალებზე უდიდესი წარმატებით სარგებლობს. დუოს ჩანაწერები გამოიცემა ლეიბლებზე: Deutsche Grammophon, Life And Death, R & S Records და ელექტრონული მუსიკის ლეგენდის Richie Hawtin-ის M_nus-ზე. 2016 წელს Tale Of us-მა საკუთარი ლეიბლი Afterlife დააარსა და ძალიან საინტერესო რელიზები გამოუშვა ისეთი არტისტების მონაწილეობით როგორებიც არიან: Recondite, Keith Carnal, Obscure Shape & SHDW, Monoloc, Mathew Jonson და ა.შ მათი შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია სადებიუტო ალბომი Endless (2017) რომელიც ემბიენთ და თანამედროვე კლასიკურ მუსიკას აერთიანებს.

Gacha Bakradze - პროდიუსერი და DJ, ლეიბლის Transfigured Time-ის ერთ-ერთი დამაარსებელი და 2012 წლის "ელექტრონავტის" გამარჯვებული. მისი ჩანაწერები გამოიცემა ისეთ ლეგენდარულ ლეიბლზე როგორიც არის Apollo Records.


Cosmic Love Rotation - ადგილობრივი ჰაუს სცენის ერთ-ერთი გამორჩეული DJ, რომლის სეტები კოსმიური დისკოს და ეისიდ ჟღერადობით გამოირჩევა.


I კალათა: 20 ₾
II კალათა: 30 ₾
III კალათა: 40 ₾
კარზე: 40 ₾

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა.

ბილეთის ტიპი II კალათა 30

30
ყიდვა