სტუმარ-მასპინძელი

სტუმარ-მასპინძელი

17 დეკემბერი 2016 19:00 პანტომიმის თეატრი
კავკასიის მაღალ მთებში, ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ ქისტები და ხევსურები. ნადირობის დროს ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ მუსულმანი ჯოყოლა და ქრისტიანი ზვიადაური. ჯოყოლას ბედმა გაუღიმა - ჯიხვი მოკლა და ზვიადაურს შესთავაზა - ეწვიოს სახლში, ნანადირევი გაიყონ, ამ უცხო მონადირეში ვერ შეიცნო თავისი ძმის მკვლელი და არც ზვიადაურმა გაამხილა თავისი ვინაობა, ეწვია ჯოყოლას სახლში. როგორც მტრის წესია. ჯოყოლა და მისი მეუღლე აღაზა მხიარულად შეხვდნენ მას, გაიშალა სუფრაც, სტუმარიც და მასპინძელიც მხიარულობდნენ, ამ მხიარულობის დროს ჯოყოლას თანასოფლელები ზვიადაურში მტერს შეიცნობენ და წაიყვანენ სასაფლაოზე ხევსურების მიერ მოკლულ ქისტებზე შესაწირად. ამ ფაქტით შეძრწუნებული ჯოყოლა წინ აღუდგება თანასოფლელებს, რათა დაიცვას სტუმარ-მასპინძლობის ადათი. თანასოფლელებთან შეჯახებისას იგი კლავს მუსას - სოფლის თავკაცს. ქისტები ამის გამო სოფლიდან გააძევებენ ჯოყოლას, ხელ-ფეხშეკრულ ზვიადაურს სასაფლაოზე მიიყვანენ და მოკლავენ. ამ უბედურების მოწმე - ჯოყოლას ცოლი აღაზა ზვიადაურს, როგორც ნამდვილ ვაჟკაცს, დაიტირებს. ხევსურებმა რომ გაიგეს ზვიადაურის მოკვლის ამბავი, წამოვიდნენ მის დასახსნელად. მათთან ბრძოლაში დაიღუპა ჯოყოლა. ხევსურები აკრეფენ ზვიადაურის ძვლებს და მშობლიურ მიწას მიაბარებენ. შეურაცხყოფილი, სოფლიდან გაძევებული აღაზა დაასაფლავებს ქმარს, თავად კი აბობოქრებულ მდინარეში გადაეშვება და თავს დაიხრჩობს. ვრცლად
კავკასიის მაღალ მთებში, ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ ქისტები და ხევსურები. ნადირობის დროს ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ მუსულმანი ჯოყოლა და ქრისტიანი ზვიადაური. ჯოყოლას ბედმა გაუღიმა - ჯიხვი მოკლა და ზვიადაურს შესთავაზა - ეწვიოს სახლში, ნანადირევი გაიყონ, ამ უცხო მონადირეში ვერ შეიცნო თავისი ძმის მკვლელი და არც ზვიადაურმა გაამხილა თავისი ვინაობა, ეწვია ჯოყოლას სახლში. როგორც მტრის წესია. ჯოყოლა და მისი მეუღლე აღაზა მხიარულად შეხვდნენ მას, გაიშალა სუფრაც, სტუმარიც და მასპინძელიც მხიარულობდნენ, ამ მხიარულობის დროს ჯოყოლას თანასოფლელები ზვიადაურში მტერს შეიცნობენ და წაიყვანენ სასაფლაოზე ხევსურების მიერ მოკლულ ქისტებზე შესაწირად. ამ ფაქტით შეძრწუნებული ჯოყოლა წინ აღუდგება თანასოფლელებს, რათა დაიცვას სტუმარ-მასპინძლობის ადათი. თანასოფლელებთან შეჯახებისას იგი კლავს მუსას - სოფლის თავკაცს. ქისტები ამის გამო სოფლიდან გააძევებენ ჯოყოლას, ხელ-ფეხშეკრულ ზვიადაურს სასაფლაოზე მიიყვანენ და მოკლავენ. ამ უბედურების მოწმე - ჯოყოლას ცოლი აღაზა ზვიადაურს, როგორც ნამდვილ ვაჟკაცს, დაიტირებს. ხევსურებმა რომ გაიგეს ზვიადაურის მოკვლის ამბავი, წამოვიდნენ მის დასახსნელად. მათთან ბრძოლაში დაიღუპა ჯოყოლა. ხევსურები აკრეფენ ზვიადაურის ძვლებს და მშობლიურ მიწას მიაბარებენ. შეურაცხყოფილი, სოფლიდან გაძევებული აღაზა დაასაფლავებს ქმარს, თავად კი აბობოქრებულ მდინარეში გადაეშვება და თავს დაიხრჩობს. ნაკლების ჩვენება
ყიდვის დასასრულებლად დაგრჩათ
0