სტეფანე

სტეფანე

7 ივნისს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, მუსიკოსი, მომღერალი და პროდიუსერი, სტეფანე - განახლებული და მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამით წარსდგება მსმენელის წინაშე.

მისი 20 წლიანი შემოქმედება ელექტრონული მუსიკის, პოპის, ბლუზის, დისკოსა და ფანქის ორიგინალური ნაზავია, რომელსაც თან მისი ინდივიდუალური, ადგილობრივი სცენისთვის სრულიად ახლებური იმიჯი ერთვის.