სოფოსთვის

სოფოსთვის

23 აპრილი 2017 19:00 Sensation Club Tbilisi
33 წლის სოფო მაჭავარიანს, გარდატეხის ასაკში ვირუსის დროს ექიმებმა ანტიბიოტიკებით არასწორი მკურნალობის კურსი ჩაუტარეს, რის შემდეგაც ორივე ყურში ჩამოუყალიბდა ნეიროსენსორული სმენის დაავადება. შესაბამისად, ერთ ყურში საერთოდ არ ესმის, ხოლო მეორეში ჯერ კიდევ აპარატის მეშვეობით.
კოხლეარული იმპლანტაციის ოპერაცია დაგეგმილია თურქეთში, რომლის ღირებულება 32 000 დოლარს შეადგენს. ერთმა საოცრად ქველმოქმედმა ადამიანმა, სოფოს 21 000 ევრო ჩაურიცხა, შესაბამისად ოპერაციისთვის, რომელიც 20 მაისითვის არის ჩანიშნული თურქეთში, სოფოს დამატებით სჭირდება 10 000 დოლარი.
ვინაიდან, სოფოს ოჯახი, რომელიც ძირითადად მის შემოსავალზეა დამოკიდებული, ოპერაციის თანხის მოძებას ვერ მოახერხებს, მას ჩვენი იმედი აქვს!
ზემოაღნიშნულ კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი მომღერლები: დათო ევგენიძე, ნინა სუბლატი, ელენე კალანდაძე, თაკო გაჩეჩილაძე, კრისტინე იმედაძე, ნინი ბადურაშვილი, გიორგი სუხიტაშვილი, გიორგი მახარაშვილი, ნოდიკო ტატიშვილი, ნუცა ბუზალაძე, თემო საჯაია, სოფო ბედია, ვერიკო ტურაშვილი, მარიამ ხუცურაული, ნინო ძოწენიძე და DJ Rembo 
ღონისძიების წამყვანები იქნებიან: ბახვა ბრეგვაძე და ლიზა წიკლაური

ყველას გვაქვს უფლება გვესმოდეს სამყაროს ხმა, განსაკუთრებით კი ჩვენი შვილების ხმა!გთხოვთ, მივცეთ სოფოს თავისი 4 წლის შვილის ხმის გაგების საშუალაბა.
ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა.

ბილეთის ტიპი დასადგომი 10

10
ყიდვა