შემოქმედებითი წერის მოკლე კურსი

შემოქმედებითი წერის მოკლე კურსი

საქართველოს უნივერსიტეტი გთავაზობთ შემოქმედებითი წერის მოკლე კურსს.
კურსის მიზანია გავეცნოთ შემოქმედებითი წერის პრინციპებს, მოთხრობის სტრუქტურას, ჟანრობრივ განსხვავებებს, ცალკეულ კომპონენტებს, როგორიცაა დასაწყისი, ფინალი, მოქმედების განვითარება. ასევე გმირების დახასიათების ხერხებს.
კურსის მსვლელობისას შესრულდება არაერთი შემოქმედებითი დავალება, საბოლოოდ ყველა შეძლებს მცირე ზომის მოთხრობის შექმნას. საუკეთესო მოთხრობის ავტორები მიიღებენ მონაწილეობას „საქართველოს უნივერსიტეტის“ ყოველწლიურ ლიტერატურულ კონკურსში „ფოლიო“.

კურსი სამდღიანია:
I დღე - საუბარი მოთხრობაზე, როგორც ჟანრზე, მის სახეობებზე, წერის ტექნიკაზე,
დიალოგების წერაზე, გმირების და ტიპაჟების დახასიათებაზე.
ამავე დღეს შესრულდება რამდენიმე დავალება შემოქმედებითი უნარების გამოსავლენად და საკუთარი ფანტაზიის მოსასინჯად.
მიმდინარეობა - 2 საათი.
II დღე - შეხვედრა მწერალთან. სპეციალურად მოწვეული მწერალი ისაუბრებს საკუთარ
გამოცდილებაზე. გაგვიმხელს წერის მისეულ ტექნიკას. შთაგონების მოპოვების ხერხებს და უპასუხებს მსმენელთა შეკითხვებს. მიმდინარეობა 2 საათი.
III დღე - მსმენელებს მოაქვთ საკუთარი მოთხრობა. ხდება მათი წაკითხვა, განხილვა, დისკუსია, საუკეთესოების გადარჩევა.

კურსს გაუძღვება ფილოლოგი, ჟურნალისტი, „საქართველოს უნივერსიტეტის“ ლექტორი, ჟურნალ „სითის“ რედაქტორი ნინო გველესიანი.
კურსის ღირებულება 40 ₾.
კურსის თარიღები: 23-24 ივნისი 15:00 საათი, 25 ივნისი 18:00 საათი.
კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი.
მსურველებმა გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/zjmcNm
ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა.

ბილეთის ტიპი საერთო სივრცე 40

40
ყიდვა