Shanti Party

Shanti Party

26 მაისი 2017 09:00 ფაბრიკა
ფაბრიკაში ახალ, ინტელექტუალურ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. Shanti Party არის ერთი გამორჩეული დღე, სადაც გაერთიანებულია ჯანსაღი ცხოვრების წესი, გართობა, შემეცნება, თერაპია და დასვენება.     

„შანტი“ სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც ღვთაებრივი, სულიერი სიმშვიდე. ცნობიერი, ჰარმონიული მდგომარეობა - საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან.  

ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თითოეული თქვენგანი მიიღებს სულიერ საზრდოს, შეიძენს პირად გამოცდილებას და თვითშემეცნებისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს.  

დააგემოვნებთ იოგის საუკეთესო მიმდინარეობებისაგან შექმნილ უნიკალურ კოკტეილს. მოისმენთ საინტერესო ლექციას აიურვედასეული კვების სისტემაზე. „ექსტაზური ცეკვისას“ დაიმუხტებით სიმშვიდისა და სიყვარულის ენერგიებით. დღის ბოლოს კი ცოცხალი, აზიურ საკრავებზე შესრულებული მედიტაციური მუსიკა დაგიტკბობთ სულს. აქ გაიცნობთ უამრავ კარგ ადამიანს. შეიძენთ ახალ მეგობრებს, თანამოაზრეებს და უბრალოდ სასიამოვნო დროს გაატარებთ.  

ღონისძიებებს შორის შესვენებისას შეგეძლებათ უფასოდ მიირთვათ სპეციალურად ამ დღისთვის შედგენილი, გემრიელი და ჯანსაღი საკვები. 

თქვენ წინ გელით მდიდარი შთაბეჭდილებები  და ამაღლებული განცდები.