რუსუდან მუმლაძის შემოქმედებითი საღამო

რუსუდან მუმლაძის შემოქმედებითი საღამო

06 ოქტომბერი 2017 20:00 გარდენ ჰოლი
ნიჭიერი მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი რუსუდან მუმლაძე
საქველმოქმედო სოლო კონცერტით წარდგება მსმენელის წინაშე. საღამოს ლაიტმოტივი
გახდა რუსუდანის ერთერთი ცნობილი სიმღერა - „ერთმანეთის გულები სიყვარულით
ავავსოთ“, რომლის პრემიერა უსინათლოთა კავშირთან არსებულ გოგონების კვარტეტ
„ედელვაისთან“ ერთად შედგა 2016 წლის 3 დეკემბერს. რუსუდანმა მუსიკალური
კარიერა 3 წლის ასაკიდან დაიწყო. ის კომპოზიტორ ეთერ ჭელიძის აღზრდილია.
პატრიარქმა „ბეთლემიდან მოფრენილი ანგელოზი“ უწოდა, მისივე ლოცვა-კურთხევით
შვიდი წელი გალობდა ტაძარში. საავტორო სიმღერებზე მუშაობის დასრულებით
რუსუდან მუმლაძის სოლო კონცერტი ერთგვარი შემაჯამებელი ანგარიშია.
შემოქმედებითი საღამოს წამყვანი და სცენარის ავტორია მრავალმხრივი ნიჭით
გამორჩეული ჯონი ჯანაშია. მონაწილეობენ: მუსიკოსი და პიანისტი რომა რცხილაძე,
მომღერალი გიორგი წიკლაური, თბილისის „ბიგბენდის“ სოლისტი ირინა მირიანაშვილი,
საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრი. რუსუდანი ძირითადად საკუთარ
სიმღერებს შეასრულებს, რომელთა უმეტესობის ტექსტი მასვე ეკუთვნის. საკონცერტო
რეპერტუარში შედის ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებიც. სიმღერების
არანჟირების ავტორია ზურა ლალიაშვილი. კონცერტიდან შემოსული თანხა
გადაერიცხება უსინათლო გოგონათა კვარტეტ „ედელვაისს“. მათთან ერთად საფინალო
ნომერს შეასრულებენ რუსუდან მუმლაძე და სპეციალური მოწვევით, ტარიელ სუარი,
უსინათლო ბავშვთა საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი. რუსუდან მუმლაძის
შემოქმედებითი საღამო გაიმართება 6 ოქტომბერს, 20:00-ზე, “გარდენ ჰოლში”. მისამართი:
აღმაშენებლის გამზ. 73, ილიას ბაღში რესტავრირებული მულტიფუნქციური დარბაზი.