Rey & Kjavik

Rey & Kjavik

22 ივნისი 2017 20:00 მტკვარზე
საქართველოში გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით და რადიო „შოკოლადი“-ს ორგანიზებით ქართველი მსმენელის წინაშე გერმანელი შემსრულებელი Rey&Kjavik წარსდგება.DJ და პროდიუსერი, რომელიც საკუთარი შემოქმედებით უზარმაზარ შთაბეჭდილებას ახდენს მსმენელზე.
პირველი რელიზი სახელად Wooden Chapter EP ლეიბლ Kindisch-ზე გამოვიდა, რასაც მალევე მოყვა შემდეგი რელიზები ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა Compost, Exploited, Katermukke, Get Physical Music და ა.შ. ეს იყო საუკეთესო დრო მუსიკოსის კარიერაში.
მოგვიანებით, DJ Rey & Kjavik-მა შექმნა „ჰაუსის“ სტილის ისეთი მუსიკა, რომელიც მისტიური და სპირიტუალური ჟღერადობით, მსმენელის მოლოდინებს პასუხობს. ამ ახალ ალბომს გერმანელმა მუსიკოსმა Rkadash უწოდა. Rkadash არის მოგზაურობისა და Rey & Kjavik-ის მუსიკის შემდგომი განვითარების ისტორია. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ეს ალბომი, რომელიც 2017 წლის ივლისში გამოვა, მისი ყველაზე წარმატებული ჩანაწერის Baba City-ს გამყოლ ხმად ითვლება.
Rey & Kjavik-ის კარიერული აღმავლობის მაგალითი ამტკიცებს, რომ წარმატების მისაღწევად კომფორტის ზონის დატოვება და ახალი იდეებისთვის მზადყოფნაა აუცილებელი.