ქუთაისი - პრომეთეს მღვიმე

ქუთაისი - პრომეთეს მღვიმე

 ქუთაისი
მოინახულე ძველი ქალაქი ქუთაისი, მოწამეთას მონასტერი, გელათის მონასტერი და პრომეთეს მღვიმე ერთდღიანი ტურით. ჩვენი ტურის საშუალებით თქვენ გეძლევათ საშუალება ესტუმროთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქის გარშემო და შეისწავლოთ საქართველოს ბუნებრივი საოცრება, როგორიცაა მიწისქვეშა წყლები, მღვიმე,  მდინარეები და ტბები. ექსკურსიას გაუძღვება ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი გიდი.   ჩვენ მოვინახულებთ:
  • ქალაქი ქუთაისი  - ერთ-ერთი ულამაზესი და უძველესი ქალაქი, არგონავტების ტერიტორია, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარეობს თვალწარმტაცი მდინარე რიონის ნაპირზე. ( გაჩერების გარეშე)
  • მოწამეთას მონასტერი - მდებარეობს ქუთაისიდან 6 კმ - ში.  მდებარეობს წყალწითელას მდინარის ხევის ზევით, მონასტრიდან  იშლება მდინარის  და მისი მიმდებარე ადგილების შთამბეჭდავი ხედები.  უკიდურესად იზოლირებული ადგილია და იშვიათად სტუმრობენ ტურისტები.
  • გელათის მონასტერი. ქართული არქიტექტურის ეს შესანიშნავი რესტავრირებული ძეგლი იყო შუა საუკუნეების სულიერი და სამეცნიერო ცხოვრების ცენტრი, ქართველ მმართველთა საფლავი, მომლოცველთა საკულტო ადგილი. იგი ქუთაისიდან 1 კმ-ში მდებარეობს და იუნესკოს მფარველობის ქვეშ მყოფი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტია. ფაქტობრივად, გელათი მდიდარი ისტორიული არქიტექტურული კომპლექსია, რომელიც მოიცავს უძველეს მონასტერს, სამრეკლოს, ეკლესიას და აკადემიას, რომელიც შეიქმნა 1106 წელს საქართველოს დიდი მმართველი დავით აღმაშენებლის მიერ. ამრიგად, გელათი არა მხოლოდ ქვეყნის სულიერი ცენტრი იყო, არამედ კულტურის, ისტორიისა და მეცნიერების უდიდესი ცენტრიც. დავით აღმაშენებელმა, რომელსაც თავისი ქვეყნისთვის დიდი საგანმანათლებლო ცენტრის შექმნა უნდოდა, აკადემიაში საუკეთესო ქართველი მეცნიერები შეიკრიბა. გელათში იყო დიდი და მდიდარი ბიბლიოთეკა, პედაგოგები და მეცნიერები აკადემიაში ყველაზე განათლებული ხალხი იყვნენ.
·         პრომეთეს მღვიმე - საქართველოში ყველაზე დიდი მღვიმეა. ტურისტებისთვის მხოლოდ ერთი მეათედია ღია. ეს გამოქვაბულები იმერეთის დაცულ ტერიტორიებს მიეკუთვნება და საკმაოდ ახლოს არიან ერთმანეთთან - შეგიძლიათ ერთ დღეში მარტივად ეწვიოთ. დასავლეთ საქართველოს მთების უღელტეხილი ტყეების გავლით, თქვენ მოულოდნელად პრომეთეს მღვიმის ტურისტულ ცენტრში გადახვალთ. არსებობს პრომეთეს მსოფლიოში ცნობილი ლეგენდა, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა ღმერთებს, რისთვისაც ის დაისაჯა და მიჯაჭვულია ხვამლის მთაზე, რომელიც შეიძლება იხილოთ პრომეთეს მღვიმეში, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სათავგადასავალო ადგილი. ჩვენ შეიძლება არ გვჯერა ლეგენდების, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გვჯერა,  სილამაზის რომელიც პრომეთეს მღვიმეშია. აქ შეგიძლიათ ნახოთ სტალაქტიდები, სტალაგმიტები, ქვის ჩანჩქერი ,მიწისქვეშა მდინარეები და ტბები - ეს ყველაფერი 1.4 კმ ფეხით სასიარულო გზაზე იდუმალ და გრილ ატმოსფეროში და მოკლე ტური ნავზე დაინტერესების შემთხვევაში .       დეტალური ინფორმაცია :  
  • ტური ხორციელდება: ოთხშაბათს და შაბათს
  • გასვლის დრო -  08:30
  • შეხვედრის ადგილი : City sightseeing Tbilisi -ის ოფისი
  • ხანგრძლივობა : დაახლოებით 12 საათი
  • ტურის ფასი არ მოიცავს მღვიმეში შესასვლელი ბილეთის ფასს , რომელიც ნებაყოფლობითია.
  ტურის ღირებულებაში არ შედის: - ლანჩი - მუზეუმში შესასვლელი ბილეთები  
ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა.

ბილეთის ტიპი ტურის ბილეთი 85

85
ყიდვა