ქრისტე

ქრისტე

25 ნოემბერი 2017 19:00 შალიკაშვილის თეატრი
უგუნური ბრბოს განაჩენითა და დამპყრობელ რომაელთა დასტურით, უსამართლოდ ჯვარცმული ქრისტეს ფერხთით ზის მარიამ ღვთისმშობელი და იხსენებს განკაცებული მაცხოვრის ამქვეყნიურ ცხოვრებას. დაბადება... მეფე ჰეროდეს უმკაცრესი განაჩენი - მოეკლათ ყველა ყმა ორი წლის ასაკამდე. დედამ სასწაულებრივად იხსნა შვილი განსაცდელისაგან. მერე ქრისტე „თავის სახლში“ - იერუსალიმის დიდ ტაძარში დაბრუნდა და გააძევა იქიდან ქურდები და ყომარბაზები, სულით მეძავი და ოქროს დახარბებულნი. ხოლო უნებლიე შეცოდების მიტევება იმით ასწავლა კაცობრიობას, რომ შეცდომილი მარიამ მაგდალინელი ჩაქოლვისაგან დაიხსნა, წინ აეფარა და თქვა: „ვინც თვით არა სცოდა, პირველ იმან ესროლოს ქვაი.“ ... და მაინც მოღალატეს არ სძინავს, იუდამ ოცდაათ ვერცხლად გასცა უფალი, ხოლო მოსამართლე პილატემ „ხელი დაიბანა,“ რაკიღა ბრბომ თვითონ გამოუტანა განაჩენი მოძღვარს - „ჯვარს აცვი!“ ქრისტემ იტვირთა კაცობრიობის ცოდვები და ჯვარს ეცვა. გაივლის მცირე რამ ჟამი და ებრაელნი იხილავენ მამაღმერთის მიერ მოხდენილ სასწაულს - მკვდრეთით აღმსდგარი ქრისტეს ცად ამაღლებას.
ყიდვის დასასრულებლად დაგრჩათ
0