პრომეთე I დამოუკიდებლობის 25 წელი

პრომეთე I დამოუკიდებლობის 25 წელი ბილეთები შეიძინეთ თეატრის სალაროში

რეჟისორი: დათა თავაძე 
ტექსტი: დავით გაბუნია, დათა თავაძე  
მხატვარი: ქეთი ნადიბაიძე 

მონაწილეობენ: პაატა ინაური, კატო კალატოზიშვილი, მაგდა ლებანიძე, გიორგი ყორღანაშვილი, გიორგი შარვაშიძე, ქეთა შათირიშვილი, გაგა შიშინაშვილი, იაკო ჭილაია 

ცალკეული ადამიანის ბიოგრაფია მთელი ქვეყნის კონცენტრირებული ისტორიაა. სად იშლება ზღვარი ბიოგრაფიასა და ისტორიას შორის? საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წელი გავიდა. სპექტაკლში რვა ადამიანი თავისი თანატოლი სამშობლოს ისტორიას გვიყვება. ამ თხრობაში იბადება პერსონალური მითოლოგია. აქ ყველა ადამიანი არის გმირი და ყველა გმირი პრომეთესავით მიჯაჭვულია. თამამი და ხშირად პროვოკაციული სამეფო უბნის თეატრი გვთავაზობს გაბედულ პოლიტიკურ სანახაობას, სადაც ტრაგედია მხოლოდ იმიტომ აღსრულდება, რომ მას მაყურებელი ითხოვს. 

ხანგრძლივობა: 120 წუთი